მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში

26 July, 2018

  მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში 

ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიო მედიის ყურადღება საბერძნეთისკენაა მიმართული, სადაც მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ათენთან ახლოს მდებარე ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საბერძნეთი დაღუპულებს გლოვობს. რეგიონში ცეცხლის კერებს ასობით მეხანძრე ებრძვის.

 ხანძრის ჩაქრობაში 600 ადგილობრივი მეხანძრეა ჩართული, თუმცა სამუშაოებს ხელს ძლიერი ქარი უშლის. ქვეყანამ, დახმარებისთვის უკვე მიმართა ევროკავშირს

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 81 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 187, რომელთაგან 23 ბავშვია. უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. ხანძარი ათენის სიახლოვეს 23 ივლისს გაჩნდა.

დაკარგულია საქართველოს ერთი მოქალაქე, მას ქართველი დიპლომატები ეძებენ. სამი ქართველი კი ცეცხლმოდებული ტყიდან გვიან ღამით გამოიყვანეს. საქართველოს საელჩო საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობაში მუშაობას.

 გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ძლიერი სიცხის გამო ტყეში გაჩნდა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელდა.ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.        ტყეში წარმოქმნილი ხანძარი ძლიერი და მუდმივად ცვალებადი მიმართულების ქარის გამო მოკლე დროში საკურორტო დასახლებებს მოედო, რის შემდეგაც სახანძრო ჯგუფებმა სახლების დაცლა მოითხოვეს.დაიწვა ათეულობით საცხოვრებელი სახლი, ათასობით ჰექტარი ტყე, და ავტომობილი. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.    ასობით ადამიანი თავის გადასარჩენად ზღვის პირზე ჩავიდა და მათ რაფინას პორტში გამოსაყვანად სამხედრო და სამოქალაქო გემები, საბერძნეთის სანაპირო უსაფრთხოების კატარღები და კერძო ნავები მთელი ღამე მუშაობდნენ.  უსახლკაროდ დარჩენილებს დროებით თავის შესაფარებლად სასტუმროების გაერთიანებამ სასტუმროებში ოთახები გამოუყო ასევე მოხდა სამხედრო ადგილების მობილიზება. ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტით მყოფმა პრემიერმა ციპრასმა ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.

ციპრასმა საგანგებო ვითარების თაობაზე მინისტრებთან, ბიუროკრატებთან და სახანძრო სამსახურის უფლებამოსილებთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ ხანძრის ჩასაქრობად ყველა სასწრაფო დახმარების ჯგუფი გადაიგზავნა და ატიკას როგორც აღმოსავლეთით ასევე დასავლეთით ერთდროულად გაჩენილი ხანძარი ეჭვს იწვევს. 

მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, რეგიონში ერთდროულად 15 სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა ხანძარი და ძლიერი ქარის გამო იგი ისე გაძლიერდა, რომ მასზე კონტროლის დამყარება შეუძლებელი გახდა. 

მისივე თქმით, ხანძრის ჩაქრობაში ხმელეთიდან 300-მდე მეხანძრე, ასზე მეტი სახანძრო მანქანა, სამხედროები, მოხალისეები, ჰაერიდან კი 4 Canadair-ის ტიპის 7 თვითმფრინავი და 10 ვერტმფრენი, სამხედროები და  მოხალისეები იღებს მონაწილოებას და ევროპის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმს ჰაერიდან დ ხმელეთიდან დახმარების თხოვნა გაუგზავნეს.

თვითმფრინავები და სპეციალური ტექნიკა უკვე გაგზავნეს იტალიამ, პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა და ესპანეთმა.

საბერძნეთის პრემიერმინისტრის, აქლესის ციპრასის განცხადებით, უზარმაზარი  ხანძარი, რომელმაც ქვეყნის ცენტრალური ნაწილი, ათენის მიმდებარე ტერიტორია მოიცვა, კონტროლს აღარ ექვემდებარება.

BBC-ის ინფორმაციით, წითელმა ჯვარმა სოფელ მატიში, რომელიც ცეცხლის ეპიცენტრია, 26 ცხედარი იპოვა. 

სამაშველო სამსახურები ევაკუაციისთვის ნავებსა და ვერტმფრენებს იყენებენ. 

BBC-ის ინფორმაციით, მსხვერპლის უმეტესობა მატიში, სახლებში ან მანქანებში დაიღუპნენ. მოსახლეობის ნაწილმა თავი ზღვას შეაფარა. 

საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი ამბობს, რომ ამ მომენტისთვის არ არის არცერთი დადასტურებული ცნობა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ან ჰოსპიტალიზაციის შესახებ, თუმცა იძებნება ერთი ქალბატონი, რომელსაც ოჯახი ვერ უკავშირდება.ქალაქ ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.

საბერძნეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე.