საქართველოში ძალიან გახშირდა ხანძრების შემთხვევები. ხანძრებმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მოიტანა, არამედ ადამიანების სიცოცხლეც შეიწირა. სახანძრო უსაფრთხოების მოუწესრიგებლობამ და მისმა შედეგებმა ნათლად გამოაჩინა, რომ აუცილებელია ამ სფეროში კერძო სექტორის ჩართვა, რომელიც დააკავშირებს დაინტერესებულ მხარეებს და იზრუნებს კატასტროფების თავიდან აცილებაზე. საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია დაფუძნდა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის საფუძველზე. მსგავსი ორგანიზაციები არსებობენ და წლების განმავლობაში წარმატებით ოპერირებენ დასავლეთის ყველა განვითარებულ ქვეყანაში.
საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის მთავარი მიზანია ჩვენს ქვეყანაში სახანძრო პრევენციის დონის ამაღლება. ამ მიზნის მიღწევას ძალიან დიდი შრომა და თქვენი დახმარება დასჭირდება.
ჩვენი მთავარი საქმიანობა არის:
· საკანონმდებლო ბაზის დახვეწა
· ცნობიერების დონის ამაღლება, ტრენინგებისა და მედიის საშუალებით
· სახელმწიფო სტრუქტურების, მიმწოდებლებისა და შემსყიდველების ურთიერთობის უზრუნველყოფა
· ჩვენი წევრი ორგანიზაციების ობიექტების სახანძრო უსაფრთხოებაზე ზრუნვა
ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად ქვეყანაში მოგვარდება სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. ყველა ადამიანი კარგად გაიაზრებს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მნიშვნელობას და შესაბამისად შედეგად მივიღებთ დაცულ ობიექტებს, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს და მათ უსაფრთხოებას.