„საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია“ ატარებს გამოცდებს და გასცემს სერტიფიკატს სახანძრო სფეროში შემდეგი ოთხი მიმართულებით:

1) ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი შენობები
სანახაობრივი დანიშნულების ობიექტები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები სამინისტროები, გამგეობები და სხვა სახელმწიფო დანიშნულების შენობები, პოლიკნინიკები, სასტუმროები,თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო დარბაზები, გალერეები, მუზეუმები, სტადიონები, სავარჯიშო ცენტრები, აუზები და ა.შ.
2)საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ობიექტებისათვის:
სკოლები, ბაგა-ბაღები, სკოლა-ინტერნატები, უმაღლესი საგანმანათლებო ობიექტები, კოლეჯები და ა.შ
3)საწარმო დანიშნულების ობიექტები
ქარხნები, ფაბრიკები
4)სამედიცინო დანიშნულების ობიექტებისათვის
საავადმყოფოები, კლინიკები, ჰოსპიტალები, სტაციონარის მქონე სამკურნალო დაწესებულებები

სერტიფიკატების ვადა 2 წელი.

სერტიფიკაციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებიც:

1)მუშაობენ ან სურთ მუშაობა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში
2)იცნობენ სფეროს მოთხოვნებს: მთავრობის №52-ე დადგენილებას (მთლიანად), №370-ე დადგენილებას, მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ( ასევე მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 თავები)
3)აღარებენ სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დამტკიცებულ სერტიფიკაციის სქემას.

 


სერტიფიკაცია ფასიანია: _______ლარი

სერტიფიკაციის პროცესში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1) შევსებული განაცხადი ( ივსება სსპა-ს ოფისში)
2) პირადობის მოწმობის ასლი
3) ჯანმრთელობის ცნობა
4) განათლებისა და სამუშაო გამოცდილების აღწერა (CV)
5) გადახდის ქვითარი (შესაძლებელია გადახდის ქვითრის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა)

მას შემდეგ, რაც პირი წარმოადგნეს ზემოთხსენებულ ყველა საჭირო ინფორმაციას, სსპას თანამშრომლის მიერ მოხდება მისთის სერტიფიკაციის პროცესს სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუკი პირი ეთანხმება სერტიფიკაციის სქემას და პირობებს და წარმოადგენს ყველა საჭირო დოკუმენტს ხდება მისი ჩართვა საგამოცდო პროგრამაში.
მოხდება განმცხადებელთან სქემით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმება.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება განმცხადებლის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება, მისი ყველა მონაცემის შეყვანა, რის შემდეგაც განმცხადებელი თავად შეძლებს სსპა-ს დანიშნული გამოცდებიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი დრო.

გამოცდა ტარდება 2 ეტაპად: თეორიული და პრაქტიკული გამოცდა

1) თეორიული გამოცდა ტარდება კომპიუტერთან
იგი შედგება 20 ტესტისგან, რომელიც მოიცავს 4 სავარაუდო პასუხს.
თითოეული ტესტი ფასდება 5 ქულით. სულ ჯამში 100 ქულა.
ტესტირება ჩაბარებულად ითვლება 14 კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში (70 ქულა)
ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე

 

სერტიფიკაციის ეტაპები გაწერილია შემდეგნაირად:

ნაბიჯი 1
რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე https://gfpa.ge/cert/

ნაბიჯი 2
მას შემდეგ რაც პირი დარეგისტრირდება ელექტორნულ სისტემაში, მან სსპა-ს ოფისში უნდა წარმოადგინოს სხვა დოკუმენტები:
1) შევსებული განაცხადი (ივსება სსპა-ს ოფისში)
2) პირადობის მოწმობის ასლი
3) ჯანმრთელობის ცნობა
4) განათლებისა და სამუშაო გამოცდილების აღწერა (CV)
5) გადახდის ქვითარი (შესაძლებელია გადახდის ქვითრის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა)

ნაბიჯი 3
ელექტრონული რეგისტრაციისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სსპა-ს თანამშრომელი პირს გააცნობს სერტიფიკაციის სქემას და მის მოთხოვნებს, რის შემდეგაც ფორმდება ხელშეკრულება განმცხადებელთან.


ნაბიჯი 4
თანხის გადახდა

მაძიებელს შეუძლია ატვირთოს გადახდის ქვითარი საკუთარ პროფილზე ანდა წარმოადგინოს იგი სსპა-ს ოფისში სხვა დოკუმენტებთან ერთად.
ამის შემდეგ მაძიებელი იღებს დასტურს რეგისტრაციაზე და ხდება მისი ჩართვა პროგრამაში.
სანამ განმცხადებელი ელექტრონულად ან ოფისში განაცხადის შევსებისას არ წარმოადგენს გადახდის ქვითარს, მას არ ექნება გამოცდაზე დარეგისტრირების საშუალება.

ნაბიჯი 5
თარიღის არჩევა
თანხის გადახდის შემდეგ, მაძებელს აქვს უფლება აირჩიოს გამოცდის თარიღი და სასურველი სფერო.

ნაბიჯი 6
თეორიული გამოცდა

თეორიული გამოცდა შედგება 20 ტესტისგან. თითოეული ტესტი ფასდება 5 ქულით.
შესაბამისად 20 ტესტი - 100 ქულა.

ტესტირება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუკი პირი მიიღებს 70 ქულას და მეტს.
გამოცდის ხანგრძლივობა -1 საათი.

ნაბიჯი 7
პრაქტიკული გამოცდა

თეორიული ნაწილის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პირს აქვს უფლება გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე, რომელიც ფასდება ჩათვლა/არჩათვლის მეთოდით.
არ ჩათვლის შემთხვევაში პირს მიეცემა გარკვეული ვადა პრაქტიკულ ნაწილის თავიდან ჩასაბარებლად.

ნაბიჯი 8

ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პირი ხელს აწერს შეთანხმებას, სადაც გაწერილია სერტიფიკატით მინიჭებული უფლება/მოვალეობები

ნაბიჯი 9

სერტიფიკატის მიღება

საგამოცდო პროგრამის შედეგების მიხედვით პერსონალის სერტიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სერტიფკაციის óორგანოს ხელმძღვანელი. სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიკატის მაძიებლის მიერ საგამოცდო პროგრამის ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში. სსპა პასუხისმგებლობას იღებს სერტიფიკაციის პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე და მართავს სასერტიფიკაციო პროცესში ჩართულ ნებისმიერი სახის ინტერესთა კონფლიქტს.
სერტიფიკატი ფორმდება ერთიანი ფორმის ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი და დასტურდება ორგანოს ბეჭდით. სერტიფიკატის ასლი ინახება სერტიფიკაციის ორგანოში.
სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატები რეგისტრირდება სერტიფიკაციის ორგანოს რეესტრში.
სერტიფიკატის შენახვაზე პასუხისმგებელია მისი მფლობელი. დაკარგვის შემთხვევაში მფლობელმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს.
სერტიფიცირებული პირი ვალდებულია დაუყოვნებლის აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს, იმ საკითხების თაობაზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირის უნრზე, შეასრულოს სერტიფიკაციის მოთხოვნები.
სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2 წლით და 1 დღით.
სერტიფიკაციის სქემა შემუშავებულია ISO/IEC 17024: 2012/2014 სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
“სერტიფიკაციის სქემა” ითვლება აუცილებელ და ძირითად დოკუმენტად სერტიფიკაციის პროცესში მონაწილე მხარეებისათვის.
სერტიფიკაციის სქემის შეცვლა შეიძლება, თუ ამას ითხოვს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნები, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ან სფეროს საქმიანობის თავისებურებები. წელიწადში ერთხელ ხდება სერტიფიკაციის სქემის გადახედვა და მისი საჭიროების შემთხვევაში მისი მოდიფიკაცია მოთხოვნილ სტანდარტთან შესაბამისობისთვის.

 

აპელაციები

სერტიფიკატის მაძიებელს გამოცდის შედეგების მიმართ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მათი გაცნობიდან 5 დღის ვადაში უფლება აქვს სერტიფიკაციის ორგანოში შეიტანოს აპელაცია.
აპელაციის შეტანა შესაძლებელია, როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად პირადი პროფილიდან. აპელაციას განიხილავს შექმნილი სატესტო კომისია, რომელშიც შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისია განიხილავს და გამოიტანს გადაწყვეტილებას შედეგების შენარჩუნების ან კორექტირების შესახებ.
სერტიფიკაციის ორგანო აპელაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც შესაბამისად აისახება და კორექტირება შეიტანება პირის პირად გვერდზე.

საჩივრები

საჩივრად განიხილება ნებისმიერი ინდივიდის ან ორგანიზაციის მიერ უკამყოფილების გამოხატვა (აპელაციის გარდა) სერტიფიცირების ორგანოს მიმართ. საჩივრის განხილვის პროცედურები სამართლიანი და მიუკერძოებელი იქნება ყველა მხარის მიმართ.
საჩივრების მიღება შესაძლებელია ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც გააჩნია დასაბუთებული მოთხოვნა სსპა-ს წინააღმდეგ.
საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
განმცხადებლის ან მომჩივანის ვინაობას;
სერტიფიცირებული პირის ვინაობას, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი;
განცხადების ან საჩივრის არსსა და მოთხოვნას;
სხვა გარემოებებს.

საჩივარს განიხილავს, როგორც მიუკერძოებლობის კომიტეტი, აღმასრულებელ დირექტორთან და ხარისხის მენეჯერთან ერთად.
საჩივრის დაწერა/ მიღება შესაძლებელია წლის ნებისმიერ პერიოდში და შესაბამისად საჩივრის განხილვა მოხდება საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
საჩივრის დაკმაყოფილება/ არ დაკმაყოფილება კი პირს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში.ამის შემდეგ პირი შეძლებს ოფიციალურად საჩივრის წერილობითი ფორმით მიღებას.

რესერტიფიკაცია
განმეორებითი სერტიფიკაციის მიზანია სერტიფიცირებული პერსონალის სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს მიერ დაწესებული და მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოთხოვნებისადმი მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფა. რაც გამოიხატება სპეციალისტის ზოგადი საქმიანობის შემოწმებით წინა სერტიფიკატის მოქმედების პერიოდის განმავლობაში; და მისი ცოდნის და უნარჩვევების აქტუალურობის დადასტურებით.
იმისდა გამო, რომ არ მოხდეს სერტიფიცირებული პირის სტატუსის დაკარგვა, პირმა უნდა შემოიტანოს რესერტიფიკაციაზე განაცხადი, სერტიფიკატის ვადის გასვლამდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში მას წაერთმევა აღნიშნული სერტიფიკატით მინიჭებული უფლებები.
რესერტიფიკაცია ხორციელდება პირველადი სერტიფიკაციის ანალოგიურად.
მაგრამ ამ შემთხვევაში მაძიებელი შეავსებს მხოლოდ განაცხადს რესერტიფიკაციაზე და წარმოადგენს ძველ სერტიფიკატს.
რესერტიფიკაციის საფასური პირველადი სერტიფიკაციის ანალოგიურია.