რუსეთის ქალაქ კემეროვოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. დაღუპულებსა და დაკარგულებს შორის უმეტესობა ბავშვია. 47 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცეცხლი 26 მარტის საღამოს გაჩნდა.
მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას 18-ი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ადგილზე 600-ზე მეტი მეხანძრე და რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სავაჭრო ცენტრის მფლობელი დაკავებულია.
როგორც უკვე ირკვევა, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი სახანძრო სისტემის გაუმართაობა იყო.