2015 წლის 7 ივნისს ბათუმში სასტუმრო ლეო-გრანდი გაიხსნა. 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება. ასეთო დონის სასტუმროს კი გაუმართავი სახანძრო უსაფრთხოების სისტემები ჰქონდა. 5ვარსკვლავიანი სასტუმრო ზღვისპირას, ქალაქისშესასვლელთანიყო განთავსებული და 180 სასტუმრო ოთახს მოიცავდა.
სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი 2017 წლის 25 ნოემბერს დაახლოებით საღამოს 8 საათზე გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11, ხოლო დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით კი - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.
მსხვერპლის მასშტაბით, რეგიონში ეს ყველაზე დიდი ხანძარია. თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.