შეხვედრა მსოფლიო ბანკში

18 აპრილი, 2018

დღეს, 18 აპრილს შეხვედრა გაიმართა მსოფლიოს ბანკში თბილისის ოფისში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოში ვიზიტით მყოფი კათასტროფების რისკების მართვის სპეციალისტები: ვიკა ბოგაერცი და ადამ მაკალესტერი.

შეხვედრაზე ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გააცნეს სამომავლო გეგმები, სამოქმედო გეგმა და ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრეს. ასევე შეხვედრაზე განხილული იქნა სახანძრო სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრაზე ასევე დაისახა სამომავლო ურთიერთობის გეგმები.

მსოფლიო ბანკი საქართველოში: www.worldbank.org/georgia