ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ხანძრისგან დაცული არ არის

17 მაისი, 2018

ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცნობილი არ არის, რომ ის შენობები სადაც ისინი ყოველდღიურად იმყოფებიან სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით დაცული არ არის. ერთ-ერთი ასეთი ცხადი მაგალითია თბილისის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, რომელიც სახანძრო მიწერილობის შეუსრულებლობის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 2018 წლის პირველ მაისს უკვე მეორედ დააჯარიმა. იხილეთ: ჯარიმები, და მიწერილობა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით საკონცერტო დარბაზში არ არის დამონტაჟებული ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა, არ არის ავტომატური წყლით ქრობის სისტემა და არ არის აღდგენილი შიდა სახანძრო წყალმომარაგების სისტემა. შესაბამისად შეუსრულებელია ქვეყანაში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნები. სახანძრო სისტემების არ არსებობის პირობებში ერთმა პატარა უყურადღებო ქმედებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს. მსგავსმა დარღვევებმა შეიძლება ისეთ ტრაგედიამდე მიგვიყვანოს, როგორიც ახლახანს რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში დატრიალდა. პრობლემის სიმწვავის აღსაქმელად შეგახსენებთ სასტუმრო ლეოგრანდში დატრიალებულ ტრაგედიას, რაც მსგავსმა გაუმართაობამ გამოიწვია. ლეოგრანდის შემთხვევაშიც მენეჯმენტმა არ გაითვალისწინა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მითითებები და კარგად იცით რა შედეგამდეც მივიდა, არ დავუშვათ იგივეს განმეორება ფილარმონიაში. შემოგვიერთდით, ერთად ვებრძოლოთ მოსალოდნელ საფრთხეს: ჩვენი ორგანიზაციის წევრობა