დავების საბჭომ ჩვენი საჩივარი დააკმაყოფილა

07 ივნისი, 2018

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია ახორციელებს იმ ტენდერების მონიტორინგს, რომელიც სახანძრო ინვენტარის შესყიდვა/დამონტაჟება/შემოწმებას ეხება.  ამა წლის 7 მაისს შ.პ.ს “თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღმოვაჩინეთ უზუსტობები, კერძოდ შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაციიის 1.2 მუხლის მიხედვით შემსყიდველი ითხოვდა სახანძრო სახელოს სარჩულით-შიდა ჰიდროზოლირებული პოლიურეტანის კამერით, ამ მოთხოვნის დასაბუთება ჩვენი კითხვის პასუხად შემსყიდველმა ვერ შეძლო. ამასთან მოთხოვნილი იყო ტემპერატურული დიაპაზონი არანაკლებ: -60 C +40 C რაც საქართველოს პირობებში არარეალური მოთხოვნაა. შესაბამისად ტენდერის პირობები გავასაჩივრეთ, 22 მაისს ჩატარებული სხდომის შედეგად დავების საბჭომ მიიღო ჩვენი საჩივრის სრულიად დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. სატენდერო კომისიას დაევალა ტენდერის შეჩერება და სურვილის შემთხვევაში მისი თავიდან გამოცხადება.