თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თანხით 567 000 ლარი (SPA180005894 ), რბილად, რომ ვთქვათ შეიმჩნევა გულგრილი დამოკიდებულება ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოების მიმართ, როგორიცაა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აგრეთვე, შეუიარაღებელი თვალითაც შეინიშნება, კონკრეტულ კომპანიაზე მორგების მცდელობა.
კერძოდ, მოთხოვნილია შსს-სლიცენზია, რომელიც არანაირ კავშირში არ არის სახანძრო და/ანვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის სამუშაოებთან და ზღუდავს კონკურენციას,აგრეთვე მოთხოვნილია 900 0000 ლარიანი ბრუნვა, რაც არ შეესაბამება არცერთ,ადგილობრივ თუ საერთაშორისო რეკომენდაციებს.
გარდა ამისა, ეს ტენდერი გაასაჩივრა შპს „ნეოტეკმა“ და დავების საბჭომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და დაავალა სამედიცინო უნივერსიტეტის სატენდერო კომისიას გადახედოს სატენდერო პირობებს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ჩვენი ასოციაცია ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და აუცილებლად გაცნობებთ შედეგების შესახებ.