2018 წლის 17 ოქტომბერს, სს ,,საქართველოს რკინიგზა“-მ გამოაცხადა NAT180016545ელექტრონული ტენდერი სხვადასხვა ტიპის ცეცხლმაქრებზე.
შემსყიდველმა, სატენდერო პირობებით დაარღვია ჯანსაღი კონკურენცია და არადისკრიმინაციული მიდგომის პრინციპები,ასევე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის N50-ე დადგელილება.
2018 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციამ დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NAT180016545 ელექტრონული ტენდერის პირობები და მოითხოვა მიეთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოეთხოვოსშესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება.
2018 წლის 6 ნოემბერს დავების განხილვის საბჭომ,სრულად დააკმაყოფილა საჩივარი და გადაწყვიტა:სს „საქართველოს რკინიგზის“ სატენდერო კომისიამ გააუქმოს 2018 წლის 9 ოქტომბრის სხდომის №1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
საქართველოს მთავრობის N50-ე დადგენილებაში ჩამოთვლილია იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებში არსებული სტანდარტების შესაბამისად ნაწარმოები პროდუქციაც დასაშვებია საქართველოში ზედმეტი შემოწმების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყანა სანდოდ და უსაფრთხოდ მიიჩნევს. ამავე კანონის მიხედვით, წნევაზე მომუშავე ჭურჭელმა, რომელიც შემოდის სიაში არ მყოფი ქვეყნიდან, უნდა გაიაროს დამატებითი მარკირება და შემოწმება საერთაშორისო ცნობილ ლაბორატორიაში. საქართველოს პოზიცია ამ შემთხვევაში ასეთია, რუსეთი და ამ სიაში ვერ მოხვდა, ეს შეიძლება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ქვეყნებში და მათი სტანდარტების შესაბამისად შექმნილი პროდუქცია არ ვარგა, თუმცა ჩვენი სახელმწიფო მათ უპირობო ნდობას არ უცხადებს და დამატებითი შემოწმების ვალდებულებას ადგენს.