საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. ჩვენი წევრები არა მხოლოდ სარგებლობენ იმ ყველა უპირატესობით რაც ჩვენს წევრობას თან ახლავს, არამედ ჩვენს ასოციაციაციასთან ერთად ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოში სახანძრო სიტუაციის მოწესრიგებას.
გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში ფიზიკურ პირებს გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა, ორგანიზაციები კი დაგვიკავშირდეთ: კონტაქტი
წევრობა ორგანიზაციებისთვის:
საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია წევრი ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობებისთვის შეადგენს რეკომენდაციებს, რაც გულისხმობს საქართველოს კანონისა და ნორმების მიხედვით საჭირო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და აღჭურვილობის განსაზღვრას.
საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია უზრუნველყოფს წევრი ორგანიზაციების მფლობელობაში არსებულ შენობა - ნაგებობებში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და აღჭურვილობის კანონით განსაზღვრული პერიოდულობით და ნორმებზე დაყრდნობით შემოწმებას.
ასოციაცია უზრუნველყოფს ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგების ჩატარებას. მსგავსი ტრენინგები სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით.
ობიექტების სახანძრო უსაფრთხოებას ზედამხედველობას უწევს საქართველოს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტო. ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ობიექტების სახანძრო დეპარტამენტის მიერ შემოწმების შემთხვევაში, საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია იქნება თქვენი წარმომადგენელი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენ სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ.
ხანძრის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი დავის შემთხვევაში საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის გამოცდილი იურისტები დაიცავენ წევრი ორგანიზაციების უფლებებს.
ჩვენ სხვადასხვა გზით გავავრცელებთ ინფორმაციას იმ წევრი ორგანიზაციების სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც ზედმიწევნით შეასრულებენ ჩვენს რეკომენდაციებს. რაც ასეთი ორგანიზაციებისთვის ერთგვარი რეკლამა იქნება.
ორგანიზაციებისთვის წევრობის საფასური განსხვავდება თანამშრომლების რაოდენობის, ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ობიექტების ტიპისა და ფართობის მიხედვით და თითოეული ორგანიზაციისთვის განისაზღვრება ინდივიდუალურად. გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: კონტაქტი
წევრობა ფიზიკური პირებისთვის :
ინფორმაციული უზრუნველყოფა ქვეყანაში არსებული სახანძრო სიახლეების შესახებ
ინფორმაციული უზრუნველყოფა ჩვენი ორგანიზაციის აქტივობების შესახებ
პასუხი ნებისმიერ ტექნიკურ თუ ზოგად კითხვაზე
ორგანიზაციის სხვადასხვა სამუშაოებში მონაწილეობის მიღება
მმართველი გუნდის არჩევნებში მონაწილეობა
იდეების, პრობლემების/მათი გადაჭრის სავარაუდო გზების წამოყენება.
წევრობის საფასური შეადგენს 50 ლარს ერთი წლის ვადით გაწევრიანებისთვის.