ცეცხლმაქრი არის მოწყობილობა, რომელიც ხანძართან ბძოლისათვის გამოიყენება. ზომით საკმაო პატარა, წითელი ბალონი ალბათ ბევრ შენობაში შეგიმჩნევიათ, მაგრამ სავარაუდოდ მის დანიშნულებაზე არასდროს გიფიქრიათ. ცეცხლმაქრი ერთი შეხედვით მარტივი და პატარა მოწყობილობაა, რომელმაც კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინოს. ცეცხლმაქრის მნიშვნელობის გააზრებამ და დაყენებამ, შემდეგ კი მისი გამოყენების სათანადო ცოდნამ შეიძლება ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობა გამანადგურებელი ხანძრისგან გადაარჩინოს. ხანძარი ყოველთვის მოულოდნელად ხდება შესაბამისად ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წინასწარი ცოდნა ცეცხლმაქრის რაობისა და გამოყენების წესების შესახებ.
იმისათვის რომ ალი წარმოიქმნას და ცეცხლი გაჩნდეს საჭიროა სამი ელემენტი: ჟანგბადი, საწვავი და ტემპერატურა:
თუ ნებისმიერ ელემენტს ამ სამიდან მოვაშორებთ, ცეცხლს აღარ ექნება საკმარისი ენერგია და ჩაქვრება. სწორედ ამ სამი ელემენტიდა ერთ-ერთის მოცილების პრინციპით არის აგებული ცეცხლმაქრი და განსხვავებული ცეცხლმაქრებიც სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ყველა სხვადასხვა ელემენტის მოცილებას ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხანძარი შედგება ამ სამი ელემენტისგან, ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იმის მიხედვით თუ რა წარმოადგენს საწვავს. ევროპული ნორმების მიხედვით ხანძრებს ყოფენ A, B, C,D, E და F კატეგორიებად.
შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ცეცხლისთვის საჭიროა სხვადასხვა სახის ცეცხლმაქრი:
1. წყლი და ქაფი_წყლის და ქაფის ცეცხლმაქრი ცეცხლის სამი ელემენტიდან ერთ-ერთის ტემპერატურის მოცილებაზე არის გათვლილი. წყლის ცეცხლმაქრების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ A კლასის ხანძრების შემთხვევაში, რადგან დანარჩენი კლასის ხანძრების შემთხვევაში წყალმა შეიძლება გაატაროს დენი და შესაბამისად ცეცხლმაქრის გამოყენება საშიშია.
2. ნახშირორჟანგი_ ნახშირორჟანგოვანი ცეცხლმაქრები ცეცხლს აცილებენ ჟანგბადს, ნახშირორჟანგოვანი ცეცხლმაქრები გამოიყენება უმეტესად B და C კლასის ხანძრებზე და ნაკლებად ეფექტურია A კლასის ხანძრის დროს.
3. მშრალი ქიმიური_ (ფხვნილოვანი?) მშრალი ქიმიური ცეცხლმაქრი აქრობს ცეცხლს მასში მიმდინარე ქიმიური რეაქციების დარღვევის ხარჯზე, ფხვნილი ქმნის ბარიერს ჟანგბადსა და საწვავს შორის. დღეს ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ცეცხლმაქრია, რომელიც ეფექტურია A, B და C კლასის ხანძრების დროს.
4. სველი ქიმიური_ სველი ქიმიური ცეცხლმაქრი შეიცავს ახალ აგენტს, რომელიც ცეცხლის სამკუთხედიდან აცილებს ტემპერატურას, წარმოქმნის ბარიერს ჟანგბადსა და საწვავს შორის და ხელს უშლის ალის თავიდან გაჩენას. გამოიყენება k კლასის ხანძრებისთვის, შექმნილია კომერციული სამზარეულოებისთვის, რომლებიც იყენებენ დიდი რაოდენობის აალებად ცხიმებს. გამოიყენება ასევე A კლასის ხანძრების დროსაც.
5. სუფთა აგენტი_ამ სახის ცეცხლმაქრიც ცეცხლს ქიმიური რეაქციის შეჩერებით ან ტემპერატურის მოცილებით ებრძვის. მსგავსი ცეცხლმაქრები ეფექტურად გამოიყენება A, B და C კლასის ხანძრის შემთხვევაში.
6. მშრალი ფხვნილი_მშრალი ფხვნილის ცეცხლმაქრი ისეთივეა, როგორც მშრალი ქიმიური, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მშრალი ფხვნილის ცეცხლმაქრი აცალკევებს საწვავს ჟანგბადისგან ან ცეცხლის სამი ელემენტიდან აცილებს ტემპერატურას. მსგავსი ცეცხლმაქრები გამოსადეგია მხოლოდ D კლასის ხანძრების დროს, დანარჩენ შემთხვევაში კი არაეფექტურია.
7. წყლის ნისლი_წყლის ნისლის ცეცხლმაქრები ხანძარს აცილებს ტემპერატურის ელემენტს. ისინი უმეტესად გამოიყენება A კლასის ხანძრებზე, მაგრამ უსაფრთხოა მისი გამოყენება C კლასის ხანძრების შემთხვევაშიც.
ცეცხლმაქრის შესყიდვისას სხვადასხვა დაწესებულებისა თუ შენობისთვის, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი ტიპი, რამეთუ არასწორად შერჩეული ცეცხლმაქრის ქონა და ცეცხლმაქრის საერთოდ არ ქონა შეიძლება ითქვას, რომ ერთიდაიგივეა.
ცეცხლმაქრები როგორც წესი მოთავსებულია შენობებში მარტივად მისადგომ ადგილას, მაგალითად კედელზე დატვირთულ ადგილას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ცეცხლმაქრი არის მხოლოდ პატარა ცეცხლის კერების ჩასაქრობად და ცეცხლის გავრცელების შესაჩერებლად. ცეცხლმაქრის გამოყენებას აზრი არ აქვს და სიცოცხლისთვის საშიშია მაშინ, როდესაც ცეცხლი უკვე ძლიერია და ის ოთახის ჭერს წვდება. ცეცხლმაქრს აქვს გამოყენების ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც აუცილებელია მისი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში თავიდან დამუხტვა. ცეცხლმაქრი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს სამ მნიშვნელოვან მოთხოვნას:
1. ცეცხლმაქრი აუცილებლად უნდა იყოს დატენილი, წნევის მაჩვენებელის ისარი ყოველთვის უნდა მიუთითებდეს მწვანეზე, არც მასზე მაღლა და არც დაბლა.
2. ცეცხლმაქრი უნდა მდებარეობდეს კედელზე, ცეცხლმაქრის თავი უნდა იყოს მაქსიმუმ 150 სანტიმეტრის სიმაღლეზე იატაკიდან, ხოლო ცეცხლმაქრის ძირი დაშორებული უნდა იყოს იატაკიდან მინიმუმ 10 სანტიმეტრით.
3. ცეცხლმაქრი უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, არ შეიძლება, რომ მის წინ რაიმე იყოს მოთავსებული, დამალული იყოს ცეცხლმაქრი კარის ან კარადის უკან ან დამაგრებული იყოს ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი მარტივად მოხსნა. ხანძრის შემთხვევაში წამებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თუ ოდესმე დაგჭირდება, რომ გამოიყენო ცეცხლმაქრი:
პირველ რიგში უნდა დარწმუნდე, რომ იმყოფები ცეცხლსა და საევაკუაციო გასასვლელს შორის, რადგან ნებისმიერ მომენტში შეგეძლოს უსაფრთხოდ დატოვო შენობა. შემდეგ, ცეცხლმაქრს უნდა გამოაძრო დამცავი (pin), დაუმიზნო ცეცხლმაქრი ცეცხლის კერას, მოუჭირო სახელურს და ძალიან ნელი მოძრაობით ეცადო, რომ ჩააქრო ცეცხლი. თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ შეძლებ ცეცხლთან გამკლავებას დაუყოვნებლივ უნდა დატოვო შენობა.