საქართველოში სახანძრო სფეროს სხვადასხვა ტექნიკური რეგლამენტებითა და დებულებებით რეგულირდება. ამ რეგლამენტებს თავის მხრივ აერთიანებს კანონი „ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს როგორც ობიექტის მფლობელების ისე ამ სფეროს მარეგულირებელი ორგანოების უფლება - მოვალეობებს.
სახანძრო სფეროში მოქმედებს შემდეგი დადგენილებები :
- ტექნიკური რეგლამენტი "შენობა - ნაგებობის უსაფრთხოების წესები" (მთავრობის დადგენილება #41) - განსაზღვრავს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საჭიროებას და სისტემის ფუნქციონირების მინიმალურ მოთხოვნებს სხვადასხვა შენობა - ნაგებობებისათვის.
- ტექნიკური რეგლამენტი "სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ" (საქართველოს მთავრობის დადგენილება # 370) - განსაზღვრავს სხვადასხვა ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგენენ ადამიანთა ქცევის, წარმოების ორგანიზების ან/და შენობა-ნაგებობების, სათავსების, ტერიტორიის მოვლა-პატრონობის საერთო წესებს.
1. საქართველოს კანონი - სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
2. საქართველოს მთავრობის #41 დადგენილება - “შენობა ნაგებობების უსაფრთხოების წესები”
3. საქართველოს მთავრობის #370 დადგენილება - "სახანძრო უსაფრთხოების წესები და პირობები"