საჩივრებისა და აპელაციების მართვის პროცედურა
საჩივრებისა და აპელაციების მართვის პროცედურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული მხარისათვის, მოთხოვნის შესაბამისად. საჩივრის მიღებისას ვალიდურობის დადასტურებისშემთხვევაში, სერტიფიკაციისორგანომიწყებს განხილვის პროცედურას და საჭიროების შემთხვევაში იწვევს დაინტერესებულ მხარეებს ან ექსპერტებს. ასოციაცია პასუხისმგებელია საჩივრებისა და აპელაციების მართვის პროცესის დროს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საჩივრის/აპელაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ჩატარებული გამოძიება არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის/აპელაციის შინაარსი მოითხოვს სპეციფიკურ ტექნიკურ ექსპერტიზას, კომისია უფლებამოსილია კონკრეტული შემთხვევის განხილვაში ჩართოს მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი, რომლის კომპეტენცია და მიუკერძოებლობა დადასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
მიუკერძოებლობა და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა:საჩივრისა და აპელაციის განხილვის, პროცესში მონაწილეობის მიღება ეკრძალება ნებისმიერ პირს, რომელიც ჩართული იყო სადავო სერტიფიკაციის პროცესში, ახორციელებდა შესაბამის გამოცდას/შეფასებას, ან აქვს რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი ინტერესთა კონფლიქტი მომჩივანთან/აპელანტთან. განხილვის პროცესი უნდა წარიმართოს სრულიად დამოუკიდებელი პერსონალის მიერ.
· საჩივარი –ნებისმიერიპირისანორგანიზაციისმიერ უკმაყოფილებისგამოხატვა (აპელაციის გარდა) სერტიფიკაციისორგანოსმიმართ, რომელმაცსათანადო პასუხი უნდა გასცეს.
საჩივრის მართვის პროცესი მოიცავს სულ მცირე საჩივრის მიღებას, რეგისტრაციას, გამოძიებას და გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, თუ რა ქმედება უნდა გატარდეს.
საჩივრის მიღება ხდება სპეციალური ფორმის შევსებით, სადაცმომჩივანი ავსებს საკუთარ მონაცემებს და დეტალურად აღწერს საჩივრის მიზეზს, მოთხოვნას და სხვა საჭირო ინფორმაციას.
საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით უგზავნის მომჩივანს საჩივრის მიღების დასტურს და დოკუმენტს წარუდგენს განსახილველად სატესტო კომისიას.
სატესტო კომისია განიხილავს საჩივარს და ადგენს, ეხება თუ არა აღნიშნული საჩივარი სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობას. აღნიშნული პირველადი შეფასება უნდა განხორციელდეს საჩივრის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
აპელაცია – განმცხადებლის, კანდიდატის ან სერტიფიცირებული პირის მოთხოვნა სერტიფიკაციის ორგანოს მიმართ, თავიდან განიხილოს თავის სერტიფიცირებულ სტატუსთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.
აპელაციების მართვის პროცესი მოიცავს სულ მცირე აპელაციების მიღებას, რეგისტრაციას, გამოძიებას და გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, თუ რა ქმედება უნდა გატარდეს.
აპელაციის შემოტანა დაინტერესებული მხარის მიერ უნდა განხორციელდეს სადავო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აპელაციის მიღება ხდება სპეციალური ფორმის შევსებით.
აპელაციის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, უგზავნის აპელანტს მიღების ოფიციალურ დასტურს და დოკუმენტაციას წარუდგენს სატესტო კომისიას.
აპელაციის განხილვის, მასზე რეაგირებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა შეადგენს აპელაციის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღეს.
განსაკუთრებულად რთული შემთხვევებისდროს, ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომჩივანს ეცნობება წერილობით ვადის ამოწურვამდე.

