სერტიფიკაციის სქემა №5

არქიტექტურა - შენობა ნაგებობების დაპროექტება

1. სერტიფიკაციის სქემის ელემენტები
1.1 სქემა მოიცავს არქიტექტურის მიმართულებით სერტიფიცირების სამ შესაძლებლობას:
1. პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორის სერტიფიცირება (მთავარი არქიტექტორი)
2. არქიტექტურული პროექტის ექსპერტის სერტიფიცირება (არქიტექტორი)
3. მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში არქიტექტურული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტის სერიფიცირება (არქიტექტორი)
სერტიფიცირების სქემა მოიცავს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის მარეგლამენტირებელ ძირითად ნორმატიულ დოკუმენტებს:
1. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ;
2. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“;
3. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
4. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“;
5. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე“;
6. საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“;
7. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილება „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“;
8. კანონი არქიტექტურული საქმიანობის შესახებ. 1998 წ.;
9. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის დადგენილება №134 არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ;
10. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“.
2. სერტიფიკაციის პროცესის მოთხოვნები
2.1 განაცხადის მიღების პროცესი. სერტიფიკაციის სამუშაოების ორგანიზების საფუძველს წარმოადგენს მაძიებლის ოფიციალური განცხადება, რომელშიც იგი აცხადებს თავის სურვილს სერტიფიცირების შესახებ. მაძიებელი წარმოადგენს შევსებულ განაცხადს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. განაცხადის შემოტანისას სსპა-ს თანამშრომელი განმცხადებელს აღუწერს სერტიფიკაციის პროცესს, სქემის მოთხოვნებს, გააცნობს ხელშეკრულებას განმცხადებელთან, სერტიფიცირებული პირის მოვალეობებს, საფასურს და ამის შემდგომ მოახდენს მის ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებას.
2.2 წარსადგენი დოკუმენტაცია. პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორისა და მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში არქიტექტურული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტის სერტიფიკაციის მაძიებელი პირი ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• სრულყოფილად შევსებულ განაცხადი, რომელშიც ასახული უნდა იყოს მოთხოვნილი სერტიფიკაციის სფერო, პირადი ინფორმაცია - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო ადგილი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი;
• ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი არქიტექტურაში;
• შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიან გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის 2 წლის განმავლობაში უწყვეტი პრაქტიკა;
• ხელმოწერილი ხელშეკრულება განმცხადებელთან, რის საფუძველზეც იგი გაეცნობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებს.
• ნებისმიერ დამხმარე ინფორმაცია სქემის პირობების შესრულების ობიექტური წარმოჩენისთვის;

არქიტექტურული პროექტის ექსპერტის სერტიფიკაციის მაძიებელი პირი ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• სრულყოფილად შევსებულ განაცხადი, რომელშიც ასახული უნდა იყოს მოთხოვნილი სერტიფიკაციის სფერო, პირადი ინფორმაცია - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო ადგილი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი;
• მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი არქიტექტურაში;
• შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის 2 წლის განმავლობაში ექსპერტად მუშაობის უწყვეტი პრაქტიკა;
• ხელმოწერილი ხელშეკრულება განმცხადებელთან, რის საფუძველზეც იგი გაეცნობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებს.
• ნებისმიერ დამხმარე ინფორმაცია სქემის პირობების შესრულების ობიექტური წარმოჩენისთვის;
*საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „2029 წლის 1 იანვრამდე არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორები გამოცდაზე დაიშვებიან, თუ აკმაყოფილებენ ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს“. აღნიშნული მუხლი ეხება სერტიფიცირების მისაღებად აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიან გამოცდილება, მათ შორის 2 წლის განმავლობაში უწყვეტ პრაქტიკა; სერტიფიკატი იურიდიულ ძალას შეინარჩუნებს 2029 წლის 1 იანვრამდე.

დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატს ეძლევა გონივრული ვადა 5 სამუშაო დღის სახით დოკუმენტაციის სრულყოფილად წარსადგენად. განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე. იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი ეთანხმება სერტიფიკაციის სქემასა და პირობებს, წარმოადგენს სერტიფიკაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. პირმა უნდა წარმოადგინოს გადახდის ქვითარი ან გამოაგზავნოს სსპა-ს თანამშრომელთან ელექტრონული ფორმით. თუ პირი არ წარმოდგენს გადახდის ქვითარს გამოცდამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ის ავტომატურად ამოვარდება სიიდან.

2.3 განმცხადებელთა სია. განაცხადებსა და კანდიდატების წარმოდგენილ ყველა შესაბამის დოკუმენტაციას განიხილავს ხარისხის მართვის მენეჯერი. განცხადების ანალიზის მიზნით საჭიროებისამებრ შესაძლოა მოწვეულ იქნას ექსპერტი კომპენტენტურობის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, განაცხადი გადაეგზავნება ექსპერტს, რომელმაც 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა განახორციელოს განაცხადის ანალიზი და განსაზღვროს შესაძლებელია თუ არა მაძიებლისათვის სერტიფიკაციის სქემის წესების, ორგანიზაციის პრინციპებისა და პოლიტიკის მიხედვით, სერტიფიცირების პროცესის ინიციაცია. იმის გათვალისწინებით რომ:
• განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკმარისია სერტიფიკაციის სამუშაოების ჩასატარებლად;
• სერტიფიცირების მოთხოვნები შესაბამისობაშია, მკაფიოდაა განსაზღვრული და დოკუმენტირებულია;
• განსაზღვრულია სერტიფიკაციის სფერო;
• განმცხადებელსა და სსპა-ს შორის გარკვეულია ნებისმიერი სახის უზუსტობა;
• სსპა-ს ხელთ აქვს ყველა რესურსი, რომელიც სერტიფიცირების საქმიანობისათვის აუცილებელია;
• სსპა-ს აქვს საკმარისი კომპეტენცია და შესაძლებლობები სერტიფიკაციის სამუშაოების ჩასატარებლად;
• განხილულია და მხედველობაში მიღებულია ყველა შესაძლო ასპექტი და რისკი, რომელიც დაკავშირებულია სერტიფიკაციის პროცესთან.

2.4 გამოცდის თარიღის დადგენა. შესაბამისი დოკუმენტებისა დაფიქსირების შემდეგ დგინდება სასერტიფიკატო გამოცდის თარიღი არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. ასოციაციის თანამშრომელი ყველა განმცხადებელს აცნობებს გამოცდის თარიღის თაობაზე როგორც სატელეფონო ზარით, ისე წერილობითი სახით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).

2.5 სასერტიფიკატო გამოცდა. სასერტიფიკატო გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან: პირველი ეტაპი შედგება კითხვარისაგან, რომელიც მოიცავს ტესტებს, საიდანაც შესაძლებელი იქნება ერთი სწორი პასუხის არჩევა. გამოცდების ტესტური ნაწილი სქემის შესაბამისად ჩატარდება მთლიანად კომპიუტერული მეთოდით, შესაძლო პასუხებიდან სწორი ვარიანტის შერჩევის გზით. ამ საშუალებით, შემოწმდება მაძიებლის თეორიული მომზადება აღნიშნულ სფეროში. ტესტები შედგება 100 კითხვისაგან.

ტესტი ითვლება ჩაბარებულად თითოეულ თავში/ქვეთავში 70% დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში - პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორის სერტიფიცირებისა და მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში არქიტექტურული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტის სერტიფიცირებისა. ხოლო არქიტექტურული პროექტის ექსპერტის სერტიფიცირების შემთხვევაში ტესტი ითვლება ჩაბარებულად თითოეულ თავში/ქვეთავში 75% დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში.

ტესტური დავალება მოიცავს მინიმუმ ქვემოთ მოყვანილ საკითხებს:
1. სანებართვო კანონმდებლობა
1.1 მშენებლობის ნებართვის მიღების წესები 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით, კითხვების მინიმალური რაოდენობა 4. (მშენებლობის ნებართვის მიღების წესები სხვადასხვა კლასის შენობა-ნაგებობისთვის)
1.2 სანებართვო დოკუმენტაცია 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით, კითხვების მინიმალური რაოდენობა 4. (სანებართვო დოკუმენტაციის სახეები და მათდამი მინიმალური მოთხოვნები)
1.3 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება. კითხვების მინიმალური რაოდენობა 10.
1.4 სერტიფიცირების წესები, კითხვების მინიმალური რაოდენობა 2.

2. სამშენებლო ტექნოლოგიები
2.1 სტრუქტურული სისტემები, კითხვების მინიმალური რაოდენობა 3. (მზიდი კონსტრუქციების, კონსტრუქციული ელემენტების ტიპების შერჩევისთვის ზოგადი პრინციპები. მზიდი ელემენტების ოპტიმალური გადაწყვეტის პრინციპები)
2.2 გარემო. კითხვების მინიმალური რაოდენობა 2 (ნაგებობების გარემოს და მიკროკლიმატის კონტროლი, ადამიანთა კომფორტის და შენობის დანიშნულების შესაბამისად. საკითხები შეიძლება მოიცავდეს ზოგად კითხვებს შემდეგი თემებიდან: კონდიცირება, ენერგოეფექტურობა, ენერგიის გადაცემა და განაწილება, აქტიური და პასიური გათბობა/გაგრილების სისტემები, განათება, ბუნებრივი გაგრილება, ჰაერის ხარისხის კონტროლი, მზის ენერგიის გამოყენება და ა.შ)
2.3 სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები, კითხვების მინიმალური რაოდენობა 2. (სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ზოგადი თვისებები, გამოყენებელის არეალი. ინტერიერში და ექსტერიერში გამოსაყენებელი მასალების თვისებები, მათი ოპტიმალური შერჩება და მათი ზემოქმედება შიგა და გარე გარემოზე)
2.4 საინჟინრო სისტემები, კითხვების მინიმალური რაოდენობა 2. (ზოგადი ცოდნა წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, ელექტრო, კომუნიკაციის, ვერტიკალური ტრანსპორტის, დაცვის (მათ შორის, სახანძრო) საკონტროლო და სასიგნალო სისტემების გამოყენება შენობებში)
2.5 შენობის ღირებულების შეფასება, კითხვების მინიმალური რაოდენობა 2. (ზოგადი საკითხები შენობის და მშენებლობის ღირებულების დადგენის პრინციპების შესახებ და მათზე მოქმედი ფაქტორების ანალიზის უნარი)

3. პროფესიული პრაქტიკა
3.1 კანონი არქიტექტურული საქმიანობის შესახებ, კითხვების მინიმალური რაოდენობა 4.
3.2 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, კითხვების მინიმალური რაოდენობა

4. პროექტირება
4.1 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილება, კითხვების მინიმალური რაოდენობა 50 (თავი 3-დან თავი 21-მდე. თითო თავიდან მინიმუმ 3 კითხვა)
4.2 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილება, კითხვების მინიმალური რაოდენობა 15 (თავი 3-დან თავი 11-მდე. თითო თავიდან მინიმუმ 2 კითხვა)

მეორე ნაწილი არის წერილობითი დავალება, რომელშიც წარდგენილია მაქსიმუმ 15 გვერდიანი 2 პროექტი/პროექტის ნაწილები, რომლებიც ერთმანეთთან არის სრულად თავსებადი. თითოეული პროექტი შეიცავს 7 შეცდომას, მათ შორის, 4 შეცდომა არის 1 ქულიანი, 1 შეცდომა 0.5 ქულიანი და 2 შეცდომა 0.5 ქულიანი.

პროექტი №1 მოიცავს მრავალბინიანი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ პროექტს, ხოლო პროექტი №2 საჯარო ან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის არქიტექტურულ პროექტს. ასევე, პროექტი მინიმუმ მოიცავს შემდეგ ნაწილებს: მიწის ნაკვეთის გეგმას. გეგმებს, ჭრილებს და ფასადებს. დეტალებს.

პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორის სერტიფიცირებისას წერილობითი დავალება ითვლება წარმატებით გავლილად, თუ ნაპოვნია დაშვებული შეცდომების 70% და თითოეულ პროექტზე არ არის ნაპოვნი 2-ზე მეტი არასწორი შეცდომა.
არქიტექტურული პროექტის ექსპერტის სერტიფიცირებისა და მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში არქიტექტურული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტის სერტიფიცირების შემთხვევაში, წერილობითი დავალება ითვლება წარმატებით გავლილად, თუ ნაპოვნია დაშვებული შეცდომების 75% და თითოეულ პროექტზე არ არის ნაპოვნი ერთზე მეტი არასწორი შეცდომა.

2.1 არადამაკმაყოფილებელი გამოცდის შედეგები - გამოცდის გადაბარება
თუკი გამოცდის შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მაშინ განმცხადებელს აქვს საშუალება გადააბაროს გამოცდა ასოციაციის მიერ დათქმულ დროსა და ვადაში არაუგვიანეს 1 თვისა. განმეორებით გამოცდაზე გასვლა მონაწილეს ერთჯერადად შეეძლება დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.

2.2 გამოცდაზე არ გამოცხადება - გამოცდის აღდგენა
თუ მაძიებელი ვერ გამოცხადდა გამოცდაზე საპატიო მიზეზის გამო (ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა) მან უნდა დაადასტუროს შესაბამისი ცნობის მეშვეობით გამოცდის ჩატარების დღიდან არაუმეტეს 5 სამუშო დღის განმავლობაში. სატესტო კომისია განიხილავს მაძიებლის მიერ მოწოდებულ ცნობას და დაკმაყოფილების შემთხვევაში სერტიფიკატის მაძიებელს საშუალება ექნება გადააბაროს გამოცდა სსპა-ს მიერ დადგენილ ვადებში. იმ შემთხვევაში, როდესაც მაძიებელი ვერ წარმოადგენს საკმარის ცნობებს ან სსპა არ ცნობს წარმოდგენილ დოკუმენტებს საკმარისად, მაშინ მაძიებელს თავიდან მოუწევს განაცხადის შემოტანა. წინა განაცხადისთვის შემოტანილი თანხა არ დაუბრუნდება და შესაბამისად მოუწევს სერტიფიკაციის გადასახადის თავიდან გადახდა.

3. გადაწყვეტილება სერტიფიკაციაზე
შეგროვდება სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს: პირადობის ასლს, გადახდის ქვითარს, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას, ტესტური და წერილობითი გამოცდის ქულას. ყველა დოკუმენტაცია სერტიფიკაციაზე რეკომენდაციაზე გამცემ პირს უნდა გადაეცეს გამოცდის დასრულების შემდეგ არანაკლებ 5 სამუშაო დღისა;
1. ყველა არსებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებაზე რეკომენდაციის გამცემი პირი დაწერს თავის დასკვნას და წარუდგენს აღმასრულებელ დირექტორს რეკომენდაციას პირის სერტიფიცირების თაობაზე;
2. შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილებას პირის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით იღებს და ხელს აწერს აღმასრულებელი დირექტორი დასაბუთებული რეკომენდაციებისა და სხვა საჭირო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სერტიფიკატის მინიჭება არ მოხდება სერტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე.
სსპა შეინარჩუნებს სერტიფიკატებზე ერთპიროვნულ მესაკუთრეობას. იგი ხელმოწერილი და გამოსაყენებლად ნებადართული იქნება საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის პასუხისმგებელი პირის მიერ, შემუშავდება იმგვარად, რომ შემცირდეს მისი გაყალბების რისკი.
სერტიფიკატებში აღნიშნული იქნება სულ მცირე შემდეგ ინფორმაცია:
1. სერტიფიცირებული პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
2. სერტიფიკატის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;
3. სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;
4. დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკაციის სქემა შესაბამის სფეროში კომპეტენციის დადგენის თაობაზე;
5. სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
3.1 სერტიფიკაციის შეჩერება, გაუქმება ან სფეროს შემცირება
იმ შემთხვევაში როცა სერტიფიცირებული პირი ვერ ასრულებს პროფესიული საქმიანობის სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს, რომელიც მას დაეკისრება სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შედეგად როგორც პროფესიული პასუხისმგებლობა, სსპა გამოიყენებს დოკუმენტირებულ პროცედურას სერტიფიკაციის გაუქმებისათვის. სერტიფიკაციის გაუქმების საფუძველია:
1. თუ სსპასთვის, პირისთვის სერტიფიკატის მინიჭების შემდგომ ცნობილი გახდა ამ პირის მიერ განზრახ ცრუ ინფორმაციის წარდგენის შესახებ;
2. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი - სერტიფიცირებული პირის პროფესიული საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით;
3. სერტიფიცირებული პირის განცხადება სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე;
4. თუ დადასტურდა, რომ პროექტზე ხელი მოაწერა იმ სერტიფიცირებულმა პირმა, რომელიც არ არის პროექტის მთავარი არქიტექტორი;
5. თუ სერტიფიცირებული პირი ვერ გაივლის რესერტიფიკაციას;
6. სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვა.
სერტიფიკაციის შეჩერების და გაუქმების პროცედურა შესაძლოა ასევე მოიცავდეს:
1. ორგანიზაციის ხელმძღვანელის დასაბუთებულ მომართვას, სსპა-ს მიერ სერტიფიცირებული პირის კომპეტენტურობის და მისთვის დაკისრებული ვალდებულებებისა და მოვალეობების არასათანადო შესრულების შესახებ, რომელსაც განიხილავს სსპა-ს მიუკერძოებლობის კომისია. იმ შემთხვევაში, თუ კომისია სამართლიანად მიიჩნევს აღნიშნულ მომართვას, მოხდება სერტიფიკატის შეჩერება და კომისიის მიერ განისაზღვრება მაკორექტირებელი ქმედებები, რის შემდეგაც შესაძლოა დროებით შეჩერდეს სერტიფიკატი ან მოხდეს მისი გაუქმება;
2. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს არქიტექტურის სფეროს, რომლის საფუძველზეც სსპა ადგენს საგამოცდო მასალებს და ატარებს გამოცდას, ამ შემთხვევაში მოხდება სერტიფიცირებული პირის სერტიფიკატის შეჩერება, რადგან იგი ცვლილებების საფუძველზე ვეღარ აკმაყოფილებს არსებული ახალი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად მოხდება სერტიფიცირებულ პირთან დაკავშირება, შეტყობინება სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე და განისაზღვრება გარკვეული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რაც გულისხმობს გამოცდის გადაბარებას. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდება სსპა-ს მიერ დადგენილ ვადაში, რაც გულისხმობს მასთან დაკავშირებიდან 1 თვეს, ამ შემთხვევაში მოხდება უკვე გაცემული სერტიფიკატის გაუქმება;
3. სხვა ნებისმიერი ცვლილება, მომართვა, პირის კომპეტენციის შეუსაბამობის გამოვლენა და ა.შ. განხილული იქნება მიუკერძოებლობის კომიტეტის მიერ და შესაბამისად მოხდება გადაწყვეტილება სერტიფიკატის შეჩერების, სფეროს შემცირების ან გაუქმების შესახებ.
სერტიფიკაციის ორგანოს მიერ განსაზღვრული დროის პერიოდში სერტიფიკაციის შეჩერების მიზეზების, აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სერტიფიკაცია გაუქმდება ან შეჩერდება. სერტიფიცირებულ პირთან გაფორმდება იურიდიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სერტიფიცირებული პირი სსპა-ში მოთხოვნისამებრ აბრუნებს სერტიფიკაციის შესახებ ნებისმიერ დოკუმენტს სერტიფიკაციის შეჩერებისთანავე. ამასთან, იგი ვალდებულია არ გამოიყენოს სერტიფიკაციის სტატუსზე მითითება და შეწყვიტოს სერტიფიკაციასთან დაკავშირებული საქმიანობა, სანამ მისი სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებულია.
სერტიფიკაციის ორგანოს, ყოველ კანდიდატთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელშიც აღწერილი და შეთანხმებულია მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს მას, როგორც სერტიფიცირებულ პირს, სერტიფიკაციის გაუქმების შემთხვევაში შეწყვიტოს სერტიფიკაციის სტატუსზე მითითების გამოყენება. გადაწყვეტილება სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებაზე ან გაუქმებაზე მიიღება და შესაბამისი ცვლილებები შეიტანება სერტიფიცირებული სპეციალისტების რეესტრში.

3.2 რესერტიფიკაცია
რესერტიფიკაცია საშუალებას აძლებს სერტიფიცირებულ პირებს შეინარჩუნონ სერტიფიცირებულის სტატუსი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მიუთითებს მათ კომპეტენციასა და აქტიურ პროფესიულ საქმიანობაზე. ასევე რესერტიფიკაციის საფუძველია საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, შესაბამისი კანონმდებლობის, მათ შორის, სტანდარტების, ტექნიკური მოთხოვნების ისეთი არსებითი ცვლილება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სერტიფიცირებული პირების კომპეტენციაზე/ცოდნაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი წესებისა და ნორმების მიმართ.
რესერტიფიკაციის მსურველი პირები ვალდებულნი არიან სერტიფიკატის ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე შეავსონ რესერტიფიკაციის განაცხადი და წარმოადგინონ შესაბამისი ანგარიში ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული საქმიანობის შესახებ:
 პირის მიერ დამოწმებული არანაკლებ 20 არქიტექტურული პროექტი, რომლის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა დასტურდება ადმინისტრაციულ ორგანოში გაცემული დოკუმენტით;
სერტიფიცირებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარება გადამოწმებას განაცხადისა და დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებით ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. ექსპერტ-გამომცდელი ხარისხის მენეჯერთან ერთად განიხილავს საბოლოო პასუხს და წარუდგენს სერტიფიკაციაზე რეკომენდაციის გამცემ პირს, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი დირექტორი.
რესერტიფიკაციისას გაიცემა ახალი სერტიფიკატი ახალი ვადით, ხოლო ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, სერტიფიკატი მოქმედებს დარჩენილი ვადით.

3.3 სერტიფიკატის დონის ან სფეროს შეცვლა
სერტიფიკაციის სფეროს ცვლილების მიზნით შემოწმება მოიცავს განმცხადებლის გამოცდილების და უნარ-ჩვევების ცვლილების ანალიზს. თუ მოთხოვნილი დონის ცვლილება მოითხოვს დამატებით კომპეტენციებს მაშინ ამ კომპეტენციის დამტკიცება მოხდება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებით. თუ სფეროს და დონის ცვლილება არ მოითხოვს ახალ კომპეტენციებს მაშინ კომპეტენციის დადასტურება მოხდება მხოლოდ დოკუმენტებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშების საფუძველზე.
ნაბიჯი 1 - სერტიფიცირებული პირის ოფიციალური მომართვა სერტიფიკატის სფეროს შეცვლის შესახებ
სამუშაოები სერტიფიცირებული პერსონალის სერტიფიკაციის სფეროს შეცვლის შესახებ წარმოებს სერტიფიცირებული პირის მხრიდან თავისუფალი ფორმით ოფიციალური მომართვის საფუძველზე, რომელშიც მიუთითებს ამ ცვლილების აუცილებლობაზე და დაასაბუთებს მას.
ნაბიჯი 2 – განმცხადებლის შემოწმება
სერტიფიკაციის სფეროს ცვლილების მიზნით შემოწმება განმცხადებელთან შეთანხმებით ჩატარდება განმეორებითი სერტიფიკაციის დროს, ასევე დამატებითი სერტიფიკაციის სახით.
ნაბიჯი 3 - განმცხადებლის გამოცდილების და უნარ-ჩვევების ანალიზი
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი სერტიფიკატის სფეროს ცვლილება მოითხოვს დამატებით კომპეტენციებს, მაშინ ამ მოთხოვნების დამტკიცება მოხდება სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებით ან/და დამატებითი დოკუმენტების წარდგენით. თუ აღნიშნული არ მოითხოვს ახალ კომპეტენციებს, მაშინ დადასტურება მოხდება მხოლოდ დოკუმენტებისა და შესრულებული სამუშაის ანგარიშების საფუძველზე.
ნაბიჯი 4 - ცვლილების დამტკიცება
სერტიფიკატის დონის ან სფეროს ცვლილების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დანიშნული სპეციალისტი შეიტანს შესაბამის ცვლილებებს მონაცემთა ბაზაში (რეესტრში) და გააფორმებს კომპეტენტურობის სერტიფიკატს. ახალ კომპეტენტურობის სერტიფიკატს მიენიჭება იგივე ნომერი და მოქმედების ვადა არ იცვლება (თუ ანულირებულ სერტიფიკატს ჰქონდა მოქმედების ვადა 01.01.2019-მდე მაშინ ახალი

მოქმედი სერტიფიკატები

0
ჩანაწერი არ მოიძებნა

შეჩერებული სერტიფიკატები

0
ჩანაწერი არ მოიძებნა

გაუქმებული სერტიფიკატები

0
ჩანაწერი არ მოიძებნა