სერტიფიკაციის სქემა №6

სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა

1. სერტიფიკაციის სქემის ელემენტები
1.1 სქემა მოიცავს სერტიფიცირების ოთხ შესაძლებლობას:
1. კონსტრუქციული პროექტის დამმოწმებელი (პროექტის მთავარი კონსტრუქტორი) ინჟინერ-მშენებლის სერტიფიცირება;
2. კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი ინჟინერ-მშენებლის სერტიფიცირება;
3. მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში კონსტრუქციული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტის (ინჟინერ-მშენებლის) სერტიფიცირება;
4. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებლის სერტიფიცირება.
სერტიფიცირების სქემა მოიცავს სამშენებლო საქმიანობის მარეგლამენტირებელ ძირითად ნორმატიულ დოკუმენტებს:
 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ;
 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“;
 საქართველოს მთავრობის დადგენილება №71 (2014.01.15):
a. ტექნიკური რეგლამენტი - „სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01.01-09);
b. ტექნიკური რეგლამენტი - „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები“ (პნ 03.01-09);
c. ტექნიკური რეგლამენტი - „შენობების და ნაგებობების ფუძეები (პნ 02.01-08);
d. ტექნიკური რეგლამენტი - „სამშენებლო კლიმატოლოგია (პნ 01.05-08);
e. სნიპ 2.01.07-85 „დატვირთვები და ზემოქმედებები“;
 СНиП 2.02.03-85 ხიმინჯოვანი საძირკვლები;
 СНиП 3.03.01-87 მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციები;
 СНиП II-23-81 (СП 16.13330.2017) ფოლადის კონსტრუქციები;
 СНиП II-25-80 ხის კონსტრუქციები;
 СНиП II-22-81 ქვის კონსტრუქციები;
 სსტ ენ 12390-3:2019/2019 ბეტონის სიმტკიცე კუმშვაზე, კლასის დადგენა;
 ევროკოდი 8;
 ტექნიკური რეგლამენტი „რეკომენდაციები ბურღვით-ინექციური ხიმინჯების გამოყენების შესახებ“ („Рекомендации по применениюбуроинъекционных свай“);
 ტექნიკური რეგლამენტი „აგურის კედლების მზიდი უნარის აღდგენა და ამაღლება. დაპროექტება და მშენებლობა“ (ВОССТАНОВЛЕНИЕ И ПОВЫШЕНИЕ НЕСУЩЕЙ СПОСОБНОСТИ КИРПИЧНЫХ СТЕН. ПРОЕКТИРОВАНИЕ И СТРОИТЕЛЬСТВО - СТО НОСТРОЙ/НОП 2.9.142-2014);
 ტექნიკური რეგლამენტი „რეკომენდაციები შენობა-ნაგებობების ქვის კონსტრუქციების გაძლიერების შესახებ (Рекомендации по усилению каменныхконструкций зданий и сооружен);
 ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრქუციების კონსტრუირების სახელმძღვანელო („Руководство по конструированию бетонных и железобетонных конструкций“)
 ღუნვით შედუღებული პროფილებისგან დამზადებული ფოლადის კონსტრუქციების დაპროექტების სახელმძღვანელო („РУКОВОДСТВО ПО ПРОЕКТИРОВАНИЮ СТАЛЬНЫХ КОНСТРУКЦИЙ ИЗ ГНУТОСВАРНЫХ ПРОФИЛЕЙ“)
 СП 50-102
 СП 50-101
 СП 14.13330
 СП 1.04.03
 СП 427.1325800
 СП 63.13330
 СП 16.13330
 ГОСТ 21.502
 СП 14.13330
 СП 28.13330
 СП 50-101
 СП 52-101
 СП 294.132580

ჩამოთვლილის გარდა, სამშენებლო სამუშოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებლის სერტიფიცირებისათვის დამატებით გამოსაყენებელი ნორმები:

 საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“;
 ტექნიკური რეგლამენტი №477 „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ;
 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“;
 საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის №167 დადგენილება „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი;
 საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №457 დადგენილება „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები“ (ამოქმედების ვადა 2023 წლის იანვარი);
 საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №590 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“.

2. სერტიფიკაციის პროცესის მოთხოვნები
2.1 განაცხადის მიღების პროცესი. სერტიფიკაციის სამუშაოების ორგანიზების საფუძველს წარმოადგენს მაძიებლის ოფიციალური განცხადება, რომელშიც იგი აცხადებს თავის სურვილს სერტიფიცირების შესახებ. მაძიებელი წარმოადგენს შევსებულ განაცხადს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. განაცხადის შემოტანისას სსპა-ს თანამშრომელი განმცხადებელს აღუწერს სერტიფიკაციის პროცესს, სქემის მოთხოვნებს, გააცნობს ხელშეკრულებას განმცხადებელთან, სერტიფიცირებული პირის მოვალეობებს, საფასურს და ამის შემდგომ მოახდენს მის ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებას.
2.2 წარსადგენი დოკუმენტაცია. კონსტრუქციული პროექტის დამმოწმებელი (პროექტის მთავარი კონსტრუქტორი) ინჟინერ-მშენებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში კონსტრუქციული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტის სერტიფიკაციის მაძიებელი პირი ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• სრულყოფილად შევსებულ განაცხადი, რომელშიც ასახული უნდა იყოს მოთხოვნილი სერტიფიკაციის სფერო, პირადი ინფორმაცია - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო ადგილი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი;
• ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მშენებლობის ინჟინერიის განხრით;
• შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიან გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის 2 წლის განმავლობაში უწყვეტი პრაქტიკა. 3 წელი აითვლება ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის აღებიდან;
• ხელმოწერილი ხელშეკრულება განმცხადებელთან, რის საფუძველზეც იგი გაეცნობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებს.
• ნებისმიერ დამხმარე ინფორმაცია სქემის პირობების შესრულების ობიექტური წარმოჩენისთვის;

*მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში კონსტრუქციული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტი სერტიფიკატს აიღებს მხოლოდ ნებართვის გაცემის მიზნით, კონსტრუქციული პროექტის შესწავლის განხრით და სერტიფიკატი მათ არ მიანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელონ კონსტრუქციული პროექტის დამოწმება/ექსპერტიზა ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენად.

კონსტრუქციული პროექტის ექსპერტის სერტიფიკაციის მაძიებელი პირი ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• სრულყოფილად შევსებულ განაცხადი, რომელშიც ასახული უნდა იყოს მოთხოვნილი სერტიფიკაციის სფერო, პირადი ინფორმაცია - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო ადგილი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი;
• მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მშენებლობის ინჟინერიის განხრით;
• შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, ბოლო 2 წლის განმავლობაში ექსპერტად მუშაობის უწყვეტი პრაქტიკა;
• ხელმოწერილი ხელშეკრულება განმცხადებელთან, რის საფუძველზეც იგი გაეცნობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებს.
• ნებისმიერ დამხმარე ინფორმაცია სქემის პირობების შესრულების ობიექტური წარმოჩენისთვის;
სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებლის სერტიფიკაციის მაძიებელი პირი ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• სრულყოფილად შევსებულ განაცხადი, რომელშიც ასახული უნდა იყოს მოთხოვნილი სერტიფიკაციის სფერო, პირადი ინფორმაცია - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო ადგილი;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი;
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ხელმოწერილი ხელშეკრულება განმცხადებელთან, რის საფუძველზეც იგი გაეცნობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებს.
• ნებისმიერ დამხმარე ინფორმაცია სქემის პირობების შესრულების ობიექტური წარმოჩენისთვის;
*საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „2029 წლის 1 იანვრამდე კონსტრუქციული პროექტის დამმოწმებელი ინჟინერ-მშენებლები, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებლები და მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მომუშავე სანებართვო დოკუმენტაციის შემსწავლელი სპეციალისტები გამოცდაზე დაიშვებიან, თუ აკმაყოფილებენ ამავე დადგენილების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს“. აღნიშნული მუხლი ეხება სერტიფიცირების მისაღებად აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიან გამოცდილება, მათ შორის 2 წლის განმავლობაში უწყვეტ პრაქტიკა; 3 წელი აითვლება ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომიდან. სერტიფიკატი იურიდიულ ძალას შეინარჩუნებს 2029 წლის 1 იანვრამდე.

დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატს ეძლევა გონივრული ვადა 5 სამუშაო დღის სახით დოკუმენტაციის სრულყოფილად წარსადგენად. განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე. იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი ეთანხმება სერტიფიკაციის სქემასა და პირობებს, წარმოადგენს სერტიფიკაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. პირმა უნდა წარმოადგინოს გადახდის ქვითარი ან გამოაგზავნოს სსპა-ს თანამშრომელთან ელექტრონული საშუალებით. თუ პირი არ წარმოდგენს გადახდის ქვითარს გამოცდამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ის ავტომატურად ამოვარდება სიიდან.

2.3 განმცხადებელთა სია. განაცხადებსა და კანდიდატების წარმოდგენილ ყველა შესაბამის დოკუმენტაციას განიხილავს ხარისხის მართვის მენეჯერი. განცხადების ანალიზის მიზნით საჭიროებისამებრ შესაძლოა მოწვეულ იქნას ექსპერტი კომპენტენტურობის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, განაცხადი გადაეგზავნება ექსპერტს, რომელმაც 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა განახორციელოს განაცხადის ანალიზი და განსაზღვროს შესაძლებელია თუ არა მაძიებლისათვის სერტიფიკაციის სქემის წესების, ორგანიზაციის პრინციპებისა და პოლიტიკის მიხედვით, სერტიფიცირების პროცესის ინიციაცია. იმის გათვალისწინებით რომ:
• განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკმარისია სერტიფიკაციის სამუშაოების ჩასატარებლად;
• სერტიფიცირების მოთხოვნები შესაბამისობაშია, მკაფიოდაა განსაზღვრული და დოკუმენტირებულია;
• განსაზღვრულია სერტიფიკაციის სფერო;
• განმცხადებელსა და სსპა-ს შორის გარკვეულია ნებისმიერი სახის უზუსტობა;
• სსპა-ს ხელთ აქვს ყველა რესურსი, რომელიც სერტიფიცირების საქმიანობისათვის აუცილებელია;
• სსპა-ს აქვს საკმარისი კომპეტენცია და შესაძლებლობები სერტიფიკაციის სამუშაოების ჩასატარებლად;
• განხილულია და მხედველობაში მიღებულია ყველა შესაძლო ასპექტი და რისკი, რომელიც დაკავშირებულია სერტიფიკაციის პროცესთან.

2.4 გამოცდის თარიღის დადგენა. შესაბამისი დოკუმენტებისა დაფიქსირების შემდეგ დგინდება სასერტიფიკატო გამოცდის თარიღი არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. ასოციაციის თანამშრომელი ყველა განმცხადებელს აცნობებს გამოცდის თარიღის თაობაზე როგორც სატელეფონო ზარით, ისე წერილობითი სახით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).

2.5 სასერტიფიკატო გამოცდა. სასერტიფიკატო გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან: პირველი ეტაპი შედგება კითხვარისაგან, რომელიც მოიცავს ტესტებს, საიდანაც შესაძლებელი იქნება ერთი სწორი პასუხის არჩევა. გამოცდების ტესტური ნაწილი სქემის შესაბამისად ჩატარდება მთლიანად კომპიუტერული მეთოდით, შესაძლო პასუხებიდან სწორი ვარიანტის შერჩევის გზით. ამ საშუალებით, შემოწმდება მაძიებლის თეორიული მომზადება აღნიშნულ სფეროში. ტესტები შედგება 100 კითხვისაგან.
კონსტრუქციული პროექტის დამმოწმებელი (პროექტის მთავარი კონსტრუქტორი) ინჟინერ-მშენებლისა და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტისათვის ტესტური დავალება მოიცავს მინიმუმ ქვემოთ მოყვანილ საკითხებს:


1. კანონმდებლობა
1.1 მშენებლობის ნებართვის მიღების წესები 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით,
1.2 სერტიფიცირების წესები
1.3 მოქმედი ნორმები (სხვა ნორმები გარდა მითითებულის, რომლებიც გამოიყენება/მოქმედებს სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში და არ არის მოცემული ქვემოთ ჩამოთვლილ დისციპლინებში. კითხვების მინიმალური რაოდენობა 5

2. მექანიკა
2.1 მომენტის და გადამჭრელი ძალების ეპიურები
2.2 ძაბვები და დეფორმაციები (მაგ., ეპიურები, ღერძული ძალები, გრეხა, ღუნვა, ჭრა)
2.3 დეფორმაციები
2.4 თავისუფლების ხარისხები, კითხვების მინიმალური რაოდენობა 7

3. მასალები
3.1 ბეტონი, ხე, აგური, ლითონი
3.2 ტესტირების მეთოდები ბეტონისთვის, ლითონისთვის და ა.შ
3.3 ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლები (ბეტონი, ლითონი და ა.შ), კითხვების მინიმალური რაოდენობა 8

4. სამშენებლო კონსტრუქციები და მექანიკა
4.1 სტატიკურად რკვევადი კოჭების, წამწეების, სვეტების და ჩარჩოების გაანგარიშება
4.2 სტატიკურად რკვევადი კოჭების, წამწეების, სვეტების და ჩარჩოების დეფორმაციების ანგარიში
4.3 სვეტის ანგარიში (მდგარდობა, სიმტკიცე)
4.4 მარტივი სტატიკურად ურკვევი სისტემის ანალიზი, , კითხვების მინიმალური რაოდენობა 8
4.5 სამშენებლო კონსტრუქციები და ნორმები
4.5.1 დატვირთვები, კითხვების მინიმალური რაოდენობა 8
4.5.1.1 სეისმური დატვირთვა კითხვების მინიმალური რაოდენობა 4
4.5.2 დატვირთვის კომბინაციები და გაანგარიშების მეთოდები კითხვების მინიმალური რაოდენობა 5
4.5.3 დეტალიზება (კონსტრუირება)
4.5.3.1 ძირითადი მოთხოვნები კითხვების მინიმალური რაოდენობა 4
4.5.3.2 ლითონის კონსტრუქციები კითხვების მინიმალური რაოდენობა 13
4.5.3.3 ბეტონის კონსტრუქციები კითხვების მინიმალური რაოდენობა 15
4.5.3.4 გაძლიერება - რეკონსტრუქცია კითხვების მინიმალური რაოდენობა 5
4.5.3.5 ხის კონსტრუქციები კითხვების მინიმალური რაოდენობა 5
4.5.3.6 აგურის კონსტრუქციები კითხვების მინიმალური რაოდენობა 5
4.5.3.7 ფუნდამენტები და საყრდენი კონსტრუქციები კითხვების მინიმალური რაოდენობა 6
4.5.3.8 ქვაბულები კითხვების მინიმალური რაოდენობა 2

მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში კონსტრუქციული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტისათვის ტესტური დავალება მოიცავს მინიმუმ ქვემოთ მოყვანილ საკითხებს:

1. კანონმდებლობა
1.1 მშენებლობის ნებართვის მიღების წესები
1.2 სერტიფიცირების წესები
1.3 მოქმედი ნორმები (სხვა ნორმები გარდა მითითებულის, რომლებიც გამოიყენება/მოქმედებს სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში და არ არის მოცემული ქვემოთ ჩამოთვლილ დისციპლინებში. კითხვების მინიმალური რაოდენობა 7

2. მექანიკა
2.1 მომენტის და გადამჭრელი ძალების ეპიურები
2.2 ძაბვები და დეფორმაციები (მაგ., ეპიურები, ღერძული ძალები, გრეხა, ღუნვა, ჭრა)
2.3 დეფორმაციები
2.4 თავისუფლების ხარისხები კითხვების მინიმალური რაოდენობა 8

3. მასალები
3.1 ბეტონი, ხე, აგური, ლითონი
3.2 ტესტირების მეთოდები ბეტონისთვის, ლითონისთვის და ა.შ
3.3 ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლები (ბეტონი, ლითონი და ა.შ) კითხვების მინიმალური რაოდენობა 8

4. სამშენებლო კონსტრუქციები და მექანიკა
4.1 სტატიკურად რკვევადი კოჭების, წამწეების, სვეტების და ჩარჩოების გაანგარიშება
4.2 სტატიკურად რკვევადი კოჭების, წამწეების, სვეტების და ჩარჩოების დეფორმაციების ანგარიში
4.3 სამშენებლო კონსტრუქციები და ნორმები კითხვების მინიმალური რაოდენობა 8
4.3.1 დატვირთვები კითხვების მინიმალური რაოდენობა 8
4.3.1.1 სეისმური დატვირთვა კითხვების მინიმალური რაოდენობა 5
4.5.2 დატვირთვის კომბინაციები და გაანგარიშების მეთოდები კითხვების მინიმალური რაოდენობა 7
4.5.3 დეტალიზება (კონსტრუირება)
4.5.3.1 ძირითადი მოთხოვნები კითხვების მინიმალური რაოდენობა 8
4.5.3.2 ლითონის კონსტრუქციები კითხვების მინიმალური რაოდენობა 13
4.5.3.3 ბეტონის კონსტრუქციები კითხვების მინიმალური რაოდენობა 14
4.5.3.4 ფუნდამენტები და საყრდენი კონსტრუქციები კითხვების მინიმალური რაოდენობა 9
4.5.3.5 ქვაბულები კითხვების მინიმალური რაოდენობა 5

სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებლის სერტიფიცირებისათვის ტესტური დავალება მოიცავს მინიმუმ ქვემოთ მოყვანილ საკითხებს:
დისციპლინა კითხვების მინიმალური რაოდენობა
1. მშენებლობის სანებართვო კანონმდებლობა
1.1 მშენებლობის ნებართვის მიღების წესები (საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგევბობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“)
1.2 ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება „ტერიტორიების გამოყენების და გაანშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“
1.3 სერტიფიცირების წესები (საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილება „არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“) კითხვების მინიმალური რაოდენობა 15

2. მასალათა გამძლეობა და სამშენებლო მექანიკა
2.1 მომენტის და გადამჭრელი ძალების ეპიურები
2.2 ძაბვები და დეფორმაციები
2.3 თავისუფლების ხარისხები
2.4 სტატიკურად რკვევადი კოჭები, წამწეები, სვეტები და ჩარჩოები
2.5 მარტივად სტატიკურად ურკვევი სისტემები კითხვების მინიმალური რაოდენობა 7

3. საშენი მასალები
3.1 ბეტონი, აგური, ლითონი, მერქანი
3.2 ტესტირების მეთოდები ბეტონისთვის, ლითონისთვის და ა.შ
3.3 ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლები (ბეტონი, ლითონი და ა.შ) კითხვების მინიმალური რაოდენობა 8

4. შენობები და ნაგებობები
4.1 სამოქალაქო შენობები, დაგეგმარების სქემები
4.2 სამშენებლო შენობების სტრუქტურა
4.3 დროებითი შენობები
4.4 ხაზობრივი ნაგებობები
4.5 ჰიდროტექნიკური ნაგებობები კითხვების მინიმალური რაოდენობა 10

5. სამშენებლო კონსტრუქციები და ნორმები
5.1 დატვირთვები, მათ შორის სეისმური
5.2 ლითონის კონსტრუქციები
5.3 ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციები
5.4 ხის კონსტრუქციები
5.5 აგურის კონსტრუქციები
5.6 საძირკვლის ტიპები და კონსტრუქციები
5.7 მიწის სამუშაოები, ქვაბულები
5.8 შენობების გაძლიერება - რეკონსტრუქცია კითხვების მინიმალური რაოდენობა 45


6. შრომის უსაფრთხოება
6.1 საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“
6.2 სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნები
6.3 ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ
6.4 ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები
6.5 სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები
6.6 სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები, კითხვების მინიმალური რაოდენობა 15

ტესტი ითვლება ჩაბარებულად თითოეულ თავში/ქვეთავში 70% დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში კონსტრუქციული პროექტის დამმოწმებელი ინჟინერ-მშენებლისა და მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში კონსტრუქციული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტის და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებლის სერტიფიცირებისას. ხოლო კონსტრუქციული პროექტის ექსპერტის სერტიფიცირების შემთხვევაში ტესტი ითვლება ჩაბარებულად თითოეულ თავში/ქვეთავში 75% დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში.

მეორე ნაწილი არის წერილობითი დავალება, რომელშიც წარდგენილია მაქსიმუმ 10 გვერდიანი 4 პროექტი/პროექტის ნაწილები, რომლებიც ერთმანეთთან არის სრულად თავსებადი. თითოეული პროექტი შეიცავს 10 შეცდომას, რომელიც არის 1 ქულიანი.

კონსტრუქციული პროექტის დამმოწმებელი ინჟინერ-მშენებლისა და მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში კონსტრუქციული პროექტის შემსწავლელი სპეციალისტის სერტიფიცირებისას წერილობითი დავალება წარმატებით გავლილია, თუ ნაპოვნია დაშვებული შეცდომების 70% და თითოეულ პროექტზე არ არის ნაპოვნი 2-ზე მეტი არასწორი შეცდომა. ხოლო კონსტრუქციული პროექტის ექსპერტის სერტიფიცირების შემთხვევაში 75% და თითოეულ პროექტზე არ არის ნაპოვნი ერთზე მეტი არასწორი შეცდომა.
პროექტი №1 – უნდა მოიცავდეს რკინაბეტონის შენობის კონსტრუქციულ პროექტს აუცილებელი ნაწილებით:
• საძირკველი;
• მზიდი კარკასი (სვეტები, კოჭები, ფილები);
• კედლები ან დიაფრაგმები (კედლებში გათვალისწინებული უნდა იყოს დიდი ზომის (25%-ზე მეტი) ღიობები);
• კიბეები, ლიფტის შახტები.

შეცდომად ჩაითვლება, მაგალითად:
1. კონსტრუირების წესების დარღვევა ნორმასთან მიმართებით (დარღვეული დამცავი შრეები, დაანკერების პირობები, საკიდების ჩაღუნვის წესების დარღვევა და ა.შ.);
2. არასათანადო დაფუძნების პირობები (მაგალითად, სხვადასხვა ტიპის გრუნტებზე დაყრდნობა, ხიმინჯის არასაკმარისი ჩაანკერება და ა.შ);
3. არმირების წესების დარღვევა (არასწორი განაწილება არმატურის კედლებში, მინიმალური და მაქსიმალური ბიჯების დარღვევა და ა.შ.).


პროექტი №2 – უნდა მოიცავდეს ლითონის შენობის კონსტრუქციულ ნაწილს:
• საძირკველს;
• ლითონის სვეტებს ამწით ან ამწის გარეშე;
• ლითონის წამწეებით და კოჭებით გადახურვას;
• კავშირების სისტემას;
• საყრდენ და დამაკავშირებელ ძირითად კვანძებს.
შეცდომად ჩაითვლება, მაგალითად:
1. დასაძირკვლების წესების დარღვევა (არასწორი მიმართულების შეკრული ფუნდამენტი, არასათანადო ჩაღრმავება, საანკერე ჭანჭიკების არასწორი დაშორებები და დამცავი შრეები);
2. შეცდომა ლითონის სვეტის კონსტრუირებაში (არასწორი ბაზა, არასწორი ამწის კონსოლი, ფერმის ან კოჭის საყრდენი და ა.შ.);
3. შეცდომა წამწეში (არასწორი გადაბმის კვანძი, არასწორი დაყრდნობის ან წამწის გაანგარიშებაში დაშვებული ჩამაგრების არასწორი მოდელირება);
4. შეცდომა ლითონის დეტალიზაციაში (რაც მოიცავს, ჭანჭიკების მინიმალური ან მაქსიმალური განლაგების პირობის დარღვევას, შედუღების არასწორი ნაკერის მოწყობას, ლითონის ფურცლის მინიმალური სისქის წესის დარღვევას და ა.შ.);
5. შედგენილი ან გლინულა პროფილში კონსტრუირების წესების დარღვევა (მაგ., სიხისტის წიბოების შერჩევა).

პროექტი №3 – აგურის/ხის კონსტრუქცია
პროექტი უნდა მოიცავდეს:
• აგურს მზიდი კედლების შენობას დაფუძნებით;
• აგურში დიდი ზომის (25%-ზე მეტი) ღიობების და გადამკვეთი კედლების არსებობას;
• ხის კონსტრუქციით გადახურვის პროექტს.
შეცდომად ჩაითვლება, მაგალითად:
1. აგურის კედლის საძირკველთან შეერთების დეტალში შეცდომა;
2. აგურის მზიდი კედლის სეისმურ დაპროექტებაში შეცდომა (გულარების არმირება, კავშირი, მანძილი, სარტყლების მოწყობის წესი და ა.შ.);
3. ზღუდარების მოწყობის წესის დარღვევა;
4. ხის კონსტრუქციის საყრდენი დეტალის მოწყობის სქემაში შეცდომა;
5. ხის კვანძის ჭანჭიკებით ან წკირებით მოწყობის შეცდომა;
6. სტატიკურად არამდგრადი ხის სახურავის მოწყობა.

პროექტი №4 – გაძლიერება რეკონსტრუქციის მაქსიმუმ 8-გვერდიანი პროექტი უნდა მოიცავდეს:
• საძირკვლის გაძლიერებას (წერტილოვანი ან ლენტური) გაგანიერებით ან ინექციური ხიმინჯებით.
• მზიდი აგურის კედლის გაძლიერებას.
• რკინაბეტონის სვეტის გაძლიერებას (ლითონის მოჩარჩოებით ან ბეტონის კვეთისგაზრდით.
• რკინაბეტონის კოჭის ან ფილის გაძლიერებას (ლითონის, რკინაბეტონის ან კომპოზიტური მასალით).
• ლითონის კონსტრუქციის გაძლიერებას.
შეცდომად ჩაითვლება, მაგალითად:
1. საძირკვლის გაძლიერების არასწორი ან არასაკმარისი ჩამაგრება არსებულ კონსტრუქციასთან.
2. არასწორი გაძლიერების მეთოდის შერჩევა (მაგალითად, საძირკვლის გაძლიერება წინასწარდაძაბული ინექციური ანკერებით, რომლებიც მის მეტ ჯდენას იწვევს).
3. შეცდომა პროექტი №4-ის მე-3 -მე- 4 ნაწილებში (ლითონის მოჩარჩოება დაძაბვის გარეშე, ნაკერების არასწორი განლაგება და ა.შ.).
4. შეცდომა პროექტი №4-ის მე-4 ნაწილში (ლითონის მზიდ ელემენტებზე ნაკერების მოწყობა დაძაბულ ნაწილებში. არასწორი მიმართულებით დაძაბვა და ა.შ.).

2.1 არადამაკმაყოფილებელი გამოცდის შედეგები - გამოცდის გადაბარება
თუკი გამოცდის შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მაშინ განმცხადებელს აქვს საშუალება გადააბაროს გამოცდა ასოციაციის მიერ დათქმულ დროსა და ვადაში არაუგვიანეს 1 თვისა. განმეორებით გამოცდაზე გასვლა მონაწილეს ერთჯერადად შეეძლება დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.

2.2 გამოცდაზე არ გამოცხადება - გამოცდის აღდგენა
თუ მაძიებელი ვერ გამოცხადდა გამოცდაზე საპატიო მიზეზის გამო (ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა) მან უნდა დაადასტუროს შესაბამისი ცნობის მეშვეობით გამოცდის ჩატარების დღიდან არაუმეტეს 5 სამუშო დღის განმავლობაში. სატესტო კომისია განიხილავს მაძიებლის მიერ მოწოდებულ ცნობას და დაკმაყოფილების შემთხვევაში სერტიფიკატის მაძიებელს საშუალება ექნება გადააბაროს გამოცდა სსპა-ს მიერ დადგენილ ვადებში. იმ შემთხვევაში, როდესაც მაძიებელი ვერ წარმოადგენს საკმარის ცნობებს ან სსპა არ ცნობს წარმოდგენილ დოკუმენტებს საკმარისად, მაშინ მაძიებელს თავიდან მოუწევს განაცხადის შემოტანა. წინა განაცხადისთვის შემოტანილი თანხა არ დაუბრუნდება და შესაბამისად მოუწევს სერტიფიკაციის გადასახადის თავიდან გადახდა.

3. გადაწყვეტილება სერტიფიკაციაზე
შეგროვდება სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს: პირადობის ასლს, გადახდის ქვითარს, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას, ტესტური და წერილობითი გამოცდის ქულას. ყველა დოკუმენტაცია სერტიფიკაციაზე რეკომენდაციაზე გამცემ პირს უნდა გადაეცეს გამოცდის დასრულების შემდეგ არანაკლებ 5 სამუშაო დღისა;
1. ყველა არსებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებაზე რეკომენდაციის გამცემი პირი დაწერს თავის დასკვნას და წარუდგენს აღმასრულებელ დირექტორს რეკომენდაციას პირის სერტიფიცირების თაობაზე;
2. შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილებას პირის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით იღებს და ხელს აწერს აღმასრულებელი დირექტორი დასაბუთებული რეკომენდაციებისა და სხვა საჭირო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სერტიფიკატის მინიჭება არ მოხდება სერტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე.
სსპა შეინარჩუნებს სერტიფიკატებზე ერთპიროვნულ მესაკუთრეობას. იგი ხელმოწერილი და გამოსაყენებლად ნებადართული იქნება საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის პასუხისმგებელი პირის მიერ, შემუშავდება იმგვარად, რომ შემცირდეს მისი გაყალბების რისკი.
სერტიფიკატებში აღნიშნული იქნება სულ მცირე შემდეგ ინფორმაცია:
1. სერტიფიცირებული პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
2. სერტიფიკატის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;
3. სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;
4. დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკაციის სქემა შესაბამის სფეროში კომპეტენციის დადგენის თაობაზე;
5. სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
3.1 სერტიფიკაციის შეჩერება, გაუქმება ან სფეროს შემცირება
იმ შემთხვევაში როცა სერტიფიცირებული პირი ვერ ასრულებს პროფესიული საქმიანობის სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს, რომელიც მას დაეკისრება სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შედეგად როგორც პროფესიული პასუხისმგებლობა, სსპა გამოიყენებს დოკუმენტირებულ პროცედურას სერტიფიკაციის გაუქმებისათვის. სერტიფიკაციის გაუქმების საფუძველია:
1. თუ სსპასთვის, პირისთვის სერტიფიკატის მინიჭების შემდგომ ცნობილი გახდა ამ პირის მიერ განზრახ ცრუ ინფორმაციის წარდგენის შესახებ;
2. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი - სერტიფიცირებული პირის პროფესიული საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით;
3. სერტიფიცირებული პირის განცხადება სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე;
4. თუ დადასტურდა, რომ პროექტზე ხელი მოაწერა იმ სერტიფიცირებულმა პირმა, რომელიც არ არის პროექტის მთავარი კონსტრუქტორი;
5. თუ სერტიფიცირებული პირი ვერ გაივლის რესერტიფიკაციას;
6. სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვა.
სერტიფიკაციის შეჩერების და გაუქმების პროცედურა შესაძლოა ასევე მოიცავდეს:
1. ორგანიზაციის ხელმძღვანელის დასაბუთებულ მომართვას, სსპა-ს მიერ სერტიფიცირებული პირის კომპეტენტურობის და მისთვის დაკისრებული ვალდებულებებისა და მოვალეობების არასათანადო შესრულების შესახებ, რომელსაც განიხილავს სსპა-ს მიუკერძოებლობის კომისია. იმ შემთხვევაში, თუ კომისია სამართლიანად მიიჩნევს აღნიშნულ მომართვას, მოხდება სერტიფიკატის შეჩერება და კომისიის მიერ განისაზღვრება მაკორექტირებელი ქმედებები, რის შემდეგაც შესაძლოა დროებით შეჩერდეს სერტიფიკატი ან მოხდეს მისი გაუქმება;
2. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს სამშენებლო სფეროს, რომლის საფუძველზეც სსპა ადგენს საგამოცდო მასალებს და ატარებს გამოცდას, ამ შემთხვევაში მოხდება სერტიფიცირებული პირის სერტიფიკატის შეჩერება, რადგან იგი ცვლილებების საფუძველზე ვეღარ აკმაყოფილებს არსებული ახალი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად მოხდება სერტიფიცირებულ პირთან დაკავშირება, შეტყობინება სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე და განისაზღვრება გარკვეული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რაც გულისხმობს გამოცდის გადაბარებას. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდება სსპა-ს მიერ დადგენილ ვადაში, რაც გულისხმობს მასთან დაკავშირებიდან 1 თვეს, ამ შემთხვევაში მოხდება უკვე გაცემული სერტიფიკატის გაუქმება;
3. სხვა ნებისმიერი ცვლილება, მომართვა, პირის კომპეტენციის შეუსაბამობის გამოვლენა და ა.შ. განხილული იქნება მიუკერძოებლობის კომიტეტის მიერ და შესაბამისად მოხდება გადაწყვეტილება სერტიფიკატის შეჩერების, სფეროს შემცირების ან გაუქმების შესახებ.
სერტიფიკაციის ორგანოს მიერ განსაზღვრული დროის პერიოდში სერტიფიკაციის შეჩერების მიზეზების, აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სერტიფიკაცია გაუქმდება ან შეჩერდება. სერტიფიცირებულ პირთან გაფორმდება იურიდიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სერტიფიცირებული პირი სსპა-ში მოთხოვნისამებრ აბრუნებს სერტიფიკაციის შესახებ ნებისმიერ დოკუმენტს სერტიფიკაციის შეჩერებისთანავე. ამასთან, იგი ვალდებულია არ გამოიყენოს სერტიფიკაციის სტატუსზე მითითება და შეწყვიტოს სერტიფიკაციასთან დაკავშირებული საქმიანობა, სანამ მისი სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებულია.
სერტიფიკაციის ორგანოს, ყოველ კანდიდატთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელშიც აღწერილი და შეთანხმებულია მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს მას, როგორც სერტიფიცირებულ პირს, სერტიფიკაციის გაუქმების შემთხვევაში შეწყვიტოს სერტიფიკაციის სტატუსზე მითითების გამოყენება. გადაწყვეტილება სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებაზე ან გაუქმებაზე მიიღება და შესაბამისი ცვლილებები შეიტანება სერტიფიცირებული სპეციალისტების რეესტრში.

3.2 რესერტიფიკაცია
რესერტიფიკაცია საშუალებას აძლებს სერტიფიცირებულ პირებს შეინარჩუნონ სერტიფიცირებულის სტატუსი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მიუთითებს მათ კომპეტენციასა და აქტიურ პროფესიულ საქმიანობაზე. ასევე რესერტიფიკაციის საფუძველია საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 აპრილის №134 დადგენილების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, შესაბამისი კანონმდებლობის, მათ შორის, სტანდარტების, ტექნიკური მოთხოვნების ისეთი არსებითი ცვლილება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სერტიფიცირებული პირების კომპეტენციაზე/ცოდნაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი წესებისა და ნორმების მიმართ.
რესერტიფიკაციის მსურველი პირები (გარდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებლებისა) ვალდებულნი არიან სერტიფიკატის ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე შეავსონ რესერტიფიკაციის განაცხადი და წარმოადგინონ შესაბამისი ანგარიში ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული საქმიანობის შესახებ:
 პირის მიერ დამოწმებული არანაკლებ 20 კონსტრუქციული პროექტი, რომლის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა დასტურდება ადმინისტრაციულ ორგანოში გაცემული დოკუმენტით;
სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებლები ვალდებულნი არიან სერტიფიკატის ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე შეავსონ რესერტიფიკაციის განაცხადი და წარმოადგინონ შესაბამისი ანგარიში ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული საქმიანობის შესახებ:
 შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, სადაც მითითებული იქნება ობიექტის მისამართი, ფუნქციური დანიშნულება და მაძიებლის მიერ შესრულებული კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები
 დამსაქმებლის ცნობა, დადასტურება იმისა, რომ პირი ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად მუშაობდა მითითებულ პოზიციაზე და არ ჰქონია პროფესიული გადაცდომები.
სერტიფიცირებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარება გადამოწმებას განაცხადისა და დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებით ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. ექსპერტ-გამომცდელი ხარისხის მენეჯერთან ერთად განიხილავს საბოლოო პასუხს და წარუდგენს სერტიფიკაციაზე რეკომენდაციის გამცემ პირს, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი დირექტორი.
რესერტიფიკაციისას გაიცემა ახალი სერტიფიკატი ახალი ვადით, ხოლო ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, სერტიფიკატი მოქმედებს დარჩენილი ვადით.

3.3 სერტიფიკატის დონის ან სფეროს შეცვლა
სერტიფიკაციის სფეროს ცვლილების მიზნით შემოწმება მოიცავს განმცხადებლის გამოცდილების და უნარ-ჩვევების ცვლილების ანალიზს. თუ მოთხოვნილი დონის ცვლილება მოითხოვს დამატებით კომპეტენციებს მაშინ ამ კომპეტენციის დამტკიცება მოხდება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებით. თუ სფეროს და დონის ცვლილება არ მოითხოვს ახალ კომპეტენციებს მაშინ კომპეტენციის დადასტურება მოხდება მხოლოდ დოკუმენტებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშების საფუძველზე.
ნაბიჯი 1 - სერტიფიცირებული პირის ოფიციალური მომართვა სერტიფიკატის სფეროს შეცვლის შესახებ
სამუშაოები სერტიფიცირებული პერსონალის სერტიფიკაციის სფეროს შეცვლის შესახებ წარმოებს სერტიფიცირებული პირის მხრიდან თავისუფალი ფორმით ოფიციალური მომართვის საფუძველზე, რომელშიც მიუთითებს ამ ცვლილების აუცილებლობაზე და დაასაბუთებს მას.
ნაბიჯი 2 – განმცხადებლის შემოწმება
სერტიფიკაციის სფეროს ცვლილების მიზნით შემოწმება განმცხადებელთან შეთანხმებით ჩატარდება განმეორებითი სერტიფიკაციის დროს, ასევე დამატებითი სერტიფიკაციის სახით.
ნაბიჯი 3 - განმცხადებლის გამოცდილების და უნარ-ჩვევების ანალიზი
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი სერტიფიკატის სფეროს ცვლილება მოითხოვს დამატებით კომპეტენციებს, მაშინ ამ მოთხოვნების დამტკიცება მოხდება სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებით ან/და დამატებითი დოკუმენტების წარდგენით. თუ აღნიშნული არ მოითხოვს ახალ კომპეტენციებს, მაშინ დადასტურება მოხდება მხოლოდ დოკუმენტებისა და შესრულებული სამუშაის ანგარიშების საფუძველზე.
ნაბიჯი 4 - ცვლილების დამტკიცება
სერტიფიკატის დონის ან სფეროს ცვლილების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დანიშნული სპეციალისტი შეიტანს შესაბამის ცვლილებებს მონაცემთა ბაზაში (რეესტრში) და გააფორმებს კომპეტენტურობის სერტიფიკატს. ახალ კომპეტენტურობის სერტიფიკატს მიენიჭება იგივე ნომერი და მოქმედების ვადა არ იცვლება (თუ ანულირებულ სერტიფიკატს ჰქონდა მოქმედების ვადა 01.01.2019-მდე მაშინ ახალი სფეროს სერტიფიკატს ექნება იგივე მოქმედების ვადა 01.01.2019-მდე).

მოქმედი სერტიფიკატები

0
ჩანაწერი არ მოიძებნა

შეჩერებული სერტიფიკატები

0
ჩანაწერი არ მოიძებნა

გაუქმებული სერტიფიკატები

0
ჩანაწერი არ მოიძებნა