სერტიფიკაციის სქემა №1

ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება

სანახაობრივი დანიშნულების და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები,სამინისტროები, გამგეობები და სხვა სახელმწიფო დანიშნულების შენობები,სასტუმროები,თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო დარბაზები, გალერეები, მუზეუმები, სტადიონები, სავარჯიშო ცენტრები, აუზები და ა.შ.

სერტიფიკატის ვადა 2 წელი.

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია სთავაზობს სერტიფიკაციის ტესტირებას იმ პირებს, რომელთაც სურთ თავიანთი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
სერტიფიკაციაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ სერტიფიკაციის მაძიებელ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. პირი არის სრულწლოვანი ასაკის - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების უნარს. ის მონაწილეობს მომატებული საფრთხის მქონე სიტუაციების შეფასებაში, სათანადო რეაგირებაში და ობიექტისა თუ ადამიანების უსაფრთხოების პასუხისმგებლობის აღებაში. სახანძრო უსაფრთხოება მოიცავს ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვასა და ანალიზს, შესაბამისი ინსტრუქციებისა და ჟურნალების შემუშავებას, რომელიც მოითხოვს ზრდასრულობის დონესა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება შესაბამისი პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე.
2. პირს აქვს ზოგადი საშუალო განათლება - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება მოითხოვს მინიმუმ ზოგად უნარებს, როგორიცაა ტექნიკური ინსტრუქციებისა და რეგლამენტების წაკითხვა და გაგება, კომუნიკაცია უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის სწორად გაანალიზება და შევსება. ზემოაღნიშნული ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელია მინიმუმ საშუალო განათლება, რაც უზრუნველყოფს სერტიფიკაციის მაძიებელი პირის ბაზისურ ლოგიკურ, ანალიტიკურ და საკომუნიკაციო უნარებს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება სკოლის ატესტატის ასლის წარდგენით ან შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

მარეგლამენტირებელი ძირითადი ნორმატიული დოკუმენტები:
 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილების მუხლები 2-14; 18-21; დანართი №2-8 ცხრილი №1-4. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოიყენება ცეცხლმაქრით ჩაქრობის პროცედურა NFPA 10 Anex D.2.4 და სახანძრო სახელოს გამოყენების პროცედურა NFPA 1962 4.11.3; 4.11.6.2; 4.3.2; 4.3.3; 4.5.1 Annex 4.1.10.2-4.2.5;
 საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ შესახებ ქვეთავი 901-916;
 საქართველოს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ მუხლები 26-32;


სერტიფიკაციის სქემა №2


საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების შენობებში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება

ზოგადსაგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სკოლა-ინტერნატები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კოლეჯები და ა.შ


სერტიფიკატის ვადა 2 წელი.

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია სთავაზობს სერტიფიკაციის ტესტირებას იმ პირებს, რომელთაც სურთ თავიანთი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
სერტიფიკაციაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ სერტიფიკაციის მაძიებელ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. პირი არის სრულწლოვანი ასაკის - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების უნარს. ის მონაწილეობს მომატებული საფრთხის მქონე სიტუაციების შეფასებაში, სათანადო რეაგირებაში და ობიექტისა თუ ადამიანების უსაფრთხოების პასუხისმგებლობის აღებაში. სახანძრო უსაფრთხოება მოიცავს ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვასა და ანალიზს, შესაბამისი ინსტრუქციებისა და ჟურნალების შემუშავებას, რომელიც მოითხოვს ზრდასრულობის დონესა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება შესაბამისი პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე.
2. პირს აქვს ზოგადი საშუალო განათლება - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება მოითხოვს მინიმუმ ზოგად უნარებს, როგორიცაა ტექნიკური ინსტრუქციებისა და რეგლამენტების წაკითხვა და გაგება, კომუნიკაცია უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის სწორად გაანალიზება და შევსება. ზემოაღნიშნული ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელია მინიმუმ საშუალო განათლება, რაც უზრუნველყოფს სერტიფიკაციის მაძიებელი პირის ბაზისურ ლოგიკურ, ანალიტიკურ და საკომუნიკაციო უნარებს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება სკოლის ატესტატის ასლის წარდგენით ან შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

მარეგლამენტირებელი ძირითადი ნორმატიული დოკუმენტები:
 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილების მუხლები 2-14; 16-17; დანართი №2-8 ცხრილი №1-4. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოიყენება ცეცხლმაქრით ჩაქრობის პროცედურა NFPA 10 Anex D.2.4 და სახანძრო სახელოს გამოყენების პროცედურა NFPA 1962 4.11.3; 4.11.6.2; 4.3.2; 4.3.3; 4.5.1 Annex 4.1.10.2-4.2.5;
 საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ შესახებ ქვეთავი 901-916;
 საქართველოს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ მუხლები 26-32;


სერტიფიკაციის სქემა №3

საწარმოო დანიშნულების შენობებში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება

ქარხნები, ფაბრიკები და ა.შ


სერტიფიკატის ვადა 2 წელი.

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია სთავაზობს სერტიფიკაციის ტესტირებას იმ პირებს, რომელთაც სურთ თავიანთი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
სერტიფიკაციაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ სერტიფიკაციის მაძიებელ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. პირი არის სრულწლოვანი ასაკის - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების უნარს. ის მონაწილეობს მომატებული საფრთხის მქონე სიტუაციების შეფასებაში, სათანადო რეაგირებაში და ობიექტისა თუ ადამიანების უსაფრთხოების პასუხისმგებლობის აღებაში. სახანძრო უსაფრთხოება მოიცავს ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვასა და ანალიზს, შესაბამისი ინსტრუქციებისა და ჟურნალების შემუშავებას, რომელიც მოითხოვს ზრდასრულობის დონესა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება შესაბამისი პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე.
2. პირს აქვს ზოგადი საშუალო განათლება - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება მოითხოვს მინიმუმ ზოგად უნარებს, როგორიცაა ტექნიკური ინსტრუქციებისა და რეგლამენტების წაკითხვა და გაგება, კომუნიკაცია უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის სწორად გაანალიზება და შევსება. ზემოაღნიშნული ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელია მინიმუმ საშუალო განათლება, რაც უზრუნველყოფს სერტიფიკაციის მაძიებელი პირის ბაზისურ ლოგიკურ, ანალიტიკურ და საკომუნიკაციო უნარებს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება სკოლის ატესტატის ასლის წარდგენით ან შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

მარეგლამენტირებელი ძირითადი ნორმატიული დოკუმენტები:
 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილების მუხლები 2-14; 22-24; 30-38; 47-49; დანართი №2-8 ცხრილი №1-4. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოიყენება ცეცხლმაქრით ჩაქრობის პროცედურა NFPA 10 Anex D.2.4 და სახანძრო სახელოს გამოყენების პროცედურა NFPA 1962 4.11.3; 4.11.6.2; 4.3.2; 4.3.3; 4.5.1 Annex 4.1.10.2-4.2.5;
 საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ შესახებ ქვეთავი 901-916;
 საქართველოს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ მუხლები 26-32;


სერტიფიკაციის სქემა №4

სამედიცინო დანიშნულების შენობებში სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება

კლინიკები, საავადმყოფოები, ჰოსპიტალები, სტაციონარის მქონე სამკურნალო დაწესებულებები და ა.შ

სერტიფიკატის ვადა 2 წელი.

საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია სთავაზობს სერტიფიკაციის ტესტირებას იმ პირებს, რომელთაც სურთ თავიანთი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
სერტიფიკაციაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ სერტიფიკაციის მაძიებელ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. პირი არის სრულწლოვანი ასაკის - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების უნარს. ის მონაწილეობს მომატებული საფრთხის მქონე სიტუაციების შეფასებაში, სათანადო რეაგირებაში და ობიექტისა თუ ადამიანების უსაფრთხოების პასუხისმგებლობის აღებაში. სახანძრო უსაფრთხოება მოიცავს ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვასა და ანალიზს, შესაბამისი ინსტრუქციებისა და ჟურნალების შემუშავებას, რომელიც მოითხოვს ზრდასრულობის დონესა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება შესაბამისი პირადობის/პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე.
2. პირს აქვს ზოგადი საშუალო განათლება - სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირება მოითხოვს მინიმუმ ზოგად უნარებს, როგორიცაა ტექნიკური ინსტრუქციებისა და რეგლამენტების წაკითხვა და გაგება, კომუნიკაცია უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის სწორად გაანალიზება და შევსება. ზემოაღნიშნული ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელია მინიმუმ საშუალო განათლება, რაც უზრუნველყოფს სერტიფიკაციის მაძიებელი პირის ბაზისურ ლოგიკურ, ანალიტიკურ და საკომუნიკაციო უნარებს. აღნიშნული კრიტერიუმი დადასტურდება სკოლის ატესტატის ასლის წარდგენით ან შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

მარეგლამენტირებელი ძირითადი ნორმატიული დოკუმენტები:
 საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილების მუხლები 2-14; 20-21; დანართი №2-8 ცხრილი №1-4. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოიყენება ცეცხლმაქრით ჩაქრობის პროცედურა NFPA 10 Anex D.2.4 და სახანძრო სახელოს გამოყენების პროცედურა NFPA 1962 4.11.3; 4.11.6.2; 4.3.2; 4.3.3; 4.5.1 Annex 4.1.10.2-4.2.5;
 საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ შესახებ ქვეთავი 901-916;
 საქართველოს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ მუხლები 26-32;

სერტიფიკაციის პროცესის მოთხოვნები
1 განაცხადის მიღების პროცესი
1.1 განაცხადის მიღებისას სსპა განმცხადებელს აღუწერს სერტიფიკაციის პროცესს სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად. აღწერა მოიცავს სერტიფიკაციის სფეროს მოთხოვნებს, შეფასების პროცესის აღწერას, სერტიფიცირებული პირის მოვალეობებსა და საფასურს.
1.2 სერტიფიკატის მაძიებელი სსპა-ს ში წარადგენს:
• შევსებულ განაცხადს, რომელშიც ასახული უნდა იყოს მოთხოვნილი სერტიფიკაციის სფერო, პირადი ინფორმაცია - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო ადგილი; როცა მაძიებელი პირადად მოვა და შემოიტანს წერილობით ან ზეპირ განაცხადს სერტიფიცირებაზე, მისი დარეგისტრირება საბოლოოდ მოხდება სსპა-ს თანამშრომლის მიერ ელექტრონულ ბაზაში.
• დოკუმენტაციის სახით წარმოადგენს პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლსა და სკოლის ატესტატის ასლს ან შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს;
• ხელმოწერილ ხელშეკრულებას განმცხადებელთან, რის საფუძველზეც იგი გაეცნობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებს. ნებისმიერ დამხმარე ინფორმაციას სქემის პირობების შესრულების ობიექტური წარმოჩენისთვის;
• გამოცდის საფასურის ქვითარს - პირმა უნდა წარმოადგინოს გადახდის ქვითარი ან გადმოაგზავნოს სსპა-ს თანამშრომელთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოცდამდე არაუგვიანეს 2 დღისა. თუ პირი არ ან ვერ წარმოდგენს გადახდის ქვითარს იგი ავტომატურად ამოვარდება სიიდან.
1.3 მას შემდეგ რაც მიღებული განაცხადი და თანდართული დოკუმენტები განიხილება და შეფასდება როგორც სერტიფიცირების სქემისთვის შესაბამისი, საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის თანამშრომელი განმცხადებელს განმეორებით აღუწერს სერტიფიკაციის პროცესს, სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი ეთანხმება სერტიფიკაციის სქემასა და პირობებს, წარმოადგენს სერტიფიკაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, რის შემდეგაც ხდება მისი ჩართვა საგამოცდო პროგრამაში. სსპა არაუგვიანეს 2 კვირით ადრე დაადგენს გამოცდის თარიღს, რის შემდეგაც მაძიებელს შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ დროს.
სერტიფიკაცია ფასიანია და მისი საფასური შედგება ორი კომპონენტისაგან: სასერტიფიკატო გამოცდის საფასური, სერტიფიკატის შედგენის და რეესტრში შეყვანის გადასახადი. საფასური დადგენილია საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის მიერ. სერტიფიკაციის საფასურის მეორე კომპონენტი აქტუალური ხდება როდესაც ადგილი აქვს სერტიფიცირებული პირის მიერ სერტიფიკატის დაკარგვას და შესაბამისად სერტიფიკატის ახალი დუპლიკატის შედგენის აუცილებლობა სახეზეა.

საქართველოს კანონის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ მიხედვით ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება მისაღებია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მომართვის და განაცხადის წინასწარი ანალიზის პროცედურების თანმდიმდევრობა და სქემა შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგნაირად:

ნაბიჯი 1 - განმცხადებლის პირველადი მომართვა
მაძიებლის ოფიციალური განცხადება ელექტრონული ფორმის ან ადგილზე წარდგენის მეშვეობით, რომელშიც იგი აცხადებს თავის სურვილს სერტიფიცირების შესახებ.

ნაბიჯი 2 - პირველადი მომართვის ფარგლებში ოფიცილური კავშირის დამყარება
ოფიციალური საქმიანი კავშირის დამყარება განმცხადებელთან. შეგროვდება მაქსიმალური ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესახებ, რაც მდგომარეობს მისგან განაცხადის ფორმის შევსებაში და საჭიროების შემთხვევაში მისთვის ფორმის შევსებაში მეთოდური დახმარების აღმოჩენაში. ამავე ეტაპზე ხდება განმცხადებელთან სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნების გაცნობა. დარეგისტრირების შემდეგ, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სსპა-ს მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

ნაბიჯი 3 - განმცხადებელთა სია
განმცხადებლების მომართვის საფუძველზე დგება სერტიფიკაციის მსურველთა სია და ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციების დახარისხება. განაცხადებსა და კანდიდატების წარმოდგენილ ყველა შესაბამის დოკუმენტაციას განიხილავს ხარისხის მართვის მენეჯერი. განცხადების ანალიზის მიზნით შესაძლოა მოწვეულ იქნას ექსპერტი კომპენტენტურობის მიხედვით. საჭიროებისამებრ განაცხადი გადაეგზავნება ექსპერტს, რომელმაც უნდა განახორციელოს განაცხადის ანალიზი და განსაზღვროს შესაძლებელია თუ არა მაძიებლისათვის სერტიფიკაციის სქემის წესების, ორგანიზაციის პრინციპებისა და პოლიტიკის მიხედვით, სერტიფიცირების პროცესის ინიციაცია. იმის გათვალისწინებით რომ:
1. განმცხადებელზე ინფორმაცია საკმარისია სერტიფიკაციის სამუშაოების ჩასატარებლად;
2. სერტიფიცირების მოთხოვნები შესაბამისობაშია, მკაფიოდაა განსაზღვრული და დოკუმენტირებულია, განსაზღვრულია სერტიფიკაციის სქემა;
3. განსაზღვრულია სერტიფიკაციის სფერო;
4. ნებისმიერი გაუგებრობა განმცხადებელსა და სსპა-ს შორის გარკვეულია;
5. სსპა-ს ხელთ აქვს ყველა რესურსი, რომელიც სერტიფიცირების საქმიანობისათვის აუცილებელია;
6. სსპას აქვს საკმარისი კომპეტენცია და შესაძლებლობა სერტიფიკაციის სამუშაოების ჩასატარებლად;
7. განხილულია და მხედველობაში მიღებულია ყველა შესაძლო ასპექტი და რისკი, რომელიც დაკავშირებულია სერტიფიკაციის პროცესთან, მათ შორის: განცხადებული სერტიფიკაციის სფერო, სერტიფიკაციისათვის საჭირო დრო, სამუშაოს ჩატარების ენა. უსაფრთხოების დაცვის პირობები, როგორც განმცხადებლისათვის, ასევე ექსპერტ-გამომცდელებისათვის გამოცდის ჩატარების დროს. საფრთხეები მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის მხრივ.

ამავე ეტაპზე, სსპა განსაზღვრავს განმცხადებელთან ინტერვიუს ჩატარების აუცილებლობას. ინტერვიუ შეიძლება იყოს საჭირო თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალის შემოწმების პროცესში გაირკვევა, რომ ის არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს სანდოობის შესახებ სხვა მიზეზით არ შეესაბამება სერტიფიკაციის კრიტერიუმებს მოცემულის სქემის მიხედვით.

ნაბიჯი 5 - გამოცდის თარიღის დადგენა
შესაბამისი დოკუმენტებისა და განცხადებების დაფიქსირების შემდეგ დგინდება სასერტიფიკაციო გამოცდის თარიღი. ასოციაციის თანამშრომელი ყველა გამცხადებელს აცნობებს გამოცდის თარიღის თაობაზე როგორც სატელეფონო ზარით, ისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ნაბიჯი 6 - ექსპერტ- გამომცდელის მოწვევა

შევსებული განაცხადის შედეგების ანალიზის საფუძველზე აღმასრულებელი დირექტორი ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად დაგეგმავს გამოცდის ჩატარებას და შეათანხმებს გამოცდის ჩატარების დროს ექსპერტ-გამომცდელთან.


ნაბიჯი7 - სასერტიფიკაციო გამოცდა
ზემოაღნიშნული ეტაპის ბოლო ნაბიჯს წარმოადგენს სასერტიფიკაციო გამოცდა. გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან. თეორული ნაწილი - 20 დახურული ტიპის ტესტი 4 სავარაუდო პასუხით, ხოლო პრაქტიკული ნაწილი - ცეცხლმაქრისა და სახანძრო ონკანის გამოყენება. თეორიული ნაწილი ჩაბარებულად ითვლება 14 სწორი პასუხის შემთხვევაში (70%). პრაქტიკული ნაწილი კი ფასდება 10 ქულიანი სისტემით. ცეცხლმაქრის გამოყენება ფასდება მაქსიმალური 5 ქულით, ხოლო შიდა სახანძრო ონკანის გამოყენება, ფასდება მაქსიმალური 5 ქულით. პრაქტიკული ნაწილი ჩაბარებულად ითვლება 10 ქულიდან 7 ქულის დაგროვების შემთხვევაში (70%). პირველ ეტაპზე ტარდება პრაქტიკული, ხოლო შემდგომში თეორიული გამოცდა.

არადამაკმაყოფილებელი გამოცდის შედეგები - გამოცდის გადაბარება
თუკი ერთ-ერთი გამოცდის შედეგი არადამაკმაყოფილებელია, ხოლო მეორე გამოცდა დამაკმაყოფილებელი, მაშინ განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა გადააბაროს გამოცდა ასოციაციის მიერ დათქმულ დროსა და ვადაში, მხოლოდ ის გამოცდა, რომელშიც განმცხადებელმა ვერ დააგროვა საკმარისი ქულათა რაოდენობა. განმეორებით გამოცდაზე გასვლა მონაწილეს ერთჯერადად შეეძლება დამატებითი თანხის გადახდის გარეშე.

გამოცდაზე არ გამოცხადება - გამოცდის აღდგენა
თუ მაძიებელი ვერ გამოცხადდა გამოცდაზე გარკვეული გადაუდებელი და საპატიო მიზეზების გამო (ასეთი მიზეზები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სხვა გადაუდებელი საპატიო მიზეზი), მან უნდა დაადასტუროს ეს მიზეზი/ები შესაბამისი ცნობის წარდგენით გამოცდის დღიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღის განმავლობაში. სატესტო კომისია განიხილავს მაძიებლის მიერ მოწოდებულ ცნობებს და დაკმაყოფილების შემთხვევაში სერტიფიკატის მაძიებელს საშუალება ექნება გადააბაროს გამოცდა სსპა-ს მიერ დადგენილ ვადებში. იმ შემთხვევაში, როცა მაძიებელი ვერ წარმოადგენს საკმარის ცნობებს ან სსპა არ ცნობს წარმოდგენილ დოკუმენტებს საკმარისად, მაშინ მაძიებელს მოუწევს განაცხადის თავიდან შემოტანა. წინა განაცხადისთვის შემოტანილი თანხა არ დაუბრუნდება და შესაბამისად მოუწევს სერტიფიკაციის გადასახადის თავიდან გადახდა.

2. გამოცდის პროცესი
გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან. თეორიული ნაწილი - 20 დახურული ტიპის ტესტი 4 სავარაუდო პასუხით, ხოლო პრაქტიკული ნაწილი - ცეცხლმაქრისა და სახანძრო ონკანის გამოყენება. თეორიული ნაწილი ჩაბარებულად ითვლება 14 სწორი პასუხის შემთხვევაში (70%). გამოცდები სქემის შესაბამისად ჩატარდება წერილობით, შესაძლო პასუხებიდან სწორი ვარიანტის შერჩევის გზით, რომელიც საკმარისი იქნება მაძიებლის თეორიული მომზადების შესამოწმებლად. წერილობითი გამოცდის ჩატარების შემთხვევაში დგება ტესტების 2 სხვადასხვა ვარიანტი. გამოცდისათვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათს. ყველა საგამოცდო ტესტში არეულია როგორც ტესტების, ასევე პასუხების თანმიმდევრობა.
თოთოეული სფეროსთვის შედგება გარკვეული რაოდენობის ტესტი, რომელთაგანაც უშუალოდ გამოცდაზე შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა 20 ტესტი.
პრაქტიკული ნაწილი
პრაქტიკული ნაწილის დაწყებამდე ექსპერტ-გამომცდელი ამოწმებს გამოსაყენებელ ხელსაწყოებს და შესაბამის დოკუმენტის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას არის თუ არა ხელსაწყო ვარგისი და დასაშვები გამოცდისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ხელსაწყოები შეფასდა, როგორც შეუსაბამო, მიიღება ახლით ჩანაცვლების ან შეკეთების შესაბამისი ზომები. პრაქტიკულ გამოცდაზე სერტიფიკატის მაძიებელმა უნდა შეძლოს ცეცხლმაქრისა და სახანძრო ონკანის სწორად გამოყენება. პრაქტიკული ნაწილი ტარდება არა შენობაში, არამედ შენობის გარეთ, საველე პირობებში სპეციალურად შექმნილ და გამოყოფილ ადგილზე. ცეცხლმაქრით ჩაქრობის პროცედურა მიმდინარეობს NFPA 10 Anex D.2.4 მიხედვით, ხოლო სახანძრო სახელოს გამოყენების პროცედურა NFPA 1962 4.11.3; 4.11.6.2; 4.3.2; 4.3.3; 4.5. Annex 4.1.10.2-4.2.5 მიხედვით. ცეცხლსაქრობის გამოყენება უნდა განხორციელდეს სპეციალურად მომზადებულ უბანზე უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით:
• წვა განხორციელდება თანდართულ სქემაზე ნაჩვენები ლითონის ავზში. ხანძრის კერა იქმნება ლითონის ავზში, მყარ მასალებზე დიზელის საწვავით მოკიდებით;
• გამოყენების წინ საწყისი მანძილი ხანძრის კერამდე უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი;
• აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის და ხელთათმანების გამოყენება;
• სხვა არამონაწილე პირებმა უსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვან დისტანცია კერისაგან და ცეცხლსაქრობიდან არანაკლებ 3მ;
• აუცილებელია მზადყოფნაში იყოს სათადარიგო ცეცხლსაქრობი, რომლებიც გამოყენებული იქნება არასტანდარტული სიტუაციის შემთხვევაში;
• ცეცხლსაქრობის გამოყენების დროს ცეცხლის ჩაქრობა უნდა განახორციელოს ქარის მიმართულების მხრიდან;
• წვის კერის ლიკვიდაციის შემდეგ რამდენიმე ხნის განმავლობაში არ შეიძლება კონტროლის დაკარგვა და კერასთან ზურგით დგომა, ვინაიდან არის საშიშროება ხელმეორე აალების;
ფხვნილის ცეცხლსაქრობის გამოყენების წესი:
• ფხვნილის ცეცხლსაქრობი ხანძრის კერიდან უნდა იყოს დაახლოებით 3 მეტრის დისტანციით;
• გაათავისუფლეთ რეზინის შლანგი სამაგრიდან. გამოაძრეთ დამცავი მოწყობილობა დამჭერი და გამშვები სახელურებს შორის. დამჭერი სახელურით აწიეთ ცეცხლსაქრობი. დააფიქსირეთ რეზინის შლანგი კერისკენ დააჭირეთ გამშვები სახელურზე;
• წარმატების შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდით კერას, რა დროსაც უნდა ეცადოთ მოაწოდოთ ჩამქრობი მასალა მაქსიმალურად ზევიდან ქვევით (ქოლგის პრინციპი);
• წარუმატებლობის შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯ საჭიროა უკან დახევა, რა დროსაც არ უნდა იყოს დაკარგული კონტოლი ცეცხლის კერაზე. ფეხების მდგომარეობა უნდა იყოს შემდეგი: ერთ-ერთი ფეხი უნდა იყოს წინ და არა ორივე ფეხი ერთ ხაზზე;
• ცეცხლსაქრობი მასალა უნდა იყოს მიწოდებული გავრცელების მიმართულებისკენ და არა იქ სადაც უკვე არის ინტენსიური წვა. ამ დროს რეზინის შლანგით ცეცხლსაქრობი მასალა უნდა მოხდეს გავრცელების ზოლის მთელ სიგრძეზე წვის ქვედა ნაწილში. ფხვნილი ცეცხლსაქრობის გამოყენების დროს ცეცხლსაქრობი უნდა იყოს მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში;

შიდა სახანძრო ონკანის გამოყენების წესი:
• შიდა სახანძრო ონკანი უნდა იყოს გამოყენებული ორი ადამიანის შემადგენლობით: №1 მონაწილე და №2 მონაწილე; გამოყენების დროს №1 მონაწილე მოდის სახანძრო კარადასთან ხსნის პლომბს და აღებს კარადის კარებს;
• №2-ე მონაწილე იღებს ლულას და შლის სახელოს, როდესაც №2-ე მონაწილე არის მზადყოფნაში, №1 აღებს ონკანს და №2 მონაწილე იწყებს ხანძრის ქრობას.

პრაქტიკული ნაწილი ფასდება 10 ქულიანი სისტემით. ცეცხლმაქრის გამოყენება ფასდება მაქსიმალური 5 ქულით, მონაწილე აგროვებს ქულებს (თითოეული პუნქტი არის 1 ქულიანი) შემდეგი პრინციპების დაცვით:
• იმყოფება ხანძრის კერიდან 3 მეტრის დისტანციით
• სამაგრიდან რეზინის შლანგის განთავსუფლება, დამცავი პლომბის გამოძრობა და დამჭერი სახელურით ცეცხლსაქრობის აწევა
• დგომი: ერთ-ერთი ფეხი წინ და არა ორივე ფეხი ერთ ხაზზე
• ცეცხლსაქრობი გამოყენების დროს იმყოფება ვერტიკალურ მდგომარეობაში
• ცეცხლსაქრობი მასალა მიწოდებულია გავრცელების მიმართულებისაკენ და არა ინტენსიური წვის ზონაში
რაც შეეხება შიდა სახანძრო ონკანის გამოყენებას, ფასდება მაქსიმალური 5 ქულით, მონაწილე №1 და მონაწილე №2 აგროვებს ქულებს შემდეგი პრინციპების დაცვით:
მონაწილე №1 მონაწილე №2
• სახანძრო კარადასთან მისვლა და პლომბის მოხსნა (1 ქულა)
• კარადის გაღება (1 ქულა)
• №2 მონაწილის მზადყოფნის დროს ონკანის გაღება (3 ქულა) • ლულის გაღება და სახელოს გაშლა (2 ქულა)
• №1 მონაწილის მიერ ონკანის გაღების შემდეგ ხანძრის ქრობის დაწყება (3 ქულა)

პრაქტიკული ნაწილი ჩაბარებულად ითვლება 10 ქულიდან 7 ქულის დაგროვების შემთხვევაში (70%). წარუმატებლობის შემთხვევაში ხდება პრაქტიკული ნაწილის ადგილზე გადაბარება.
გამოცდის ჩატარებისას ივსება სასერტიფიკაციო გამოცდაზე მყოფი სერტიფიცირების მაძიებელ პირთა შეფასებისა და დასწრების ფურცელი, ხოლო გამოცდის დასრულების შემდეგ ქულათა რაოდენობა შეიტანება გამოცდის შედეგების დოკუმენტში.
პირველ ეტაპზე ტარდება პრაქტიკული, ხოლო შემდგომში თეორიული გამოცდა.
1.4 სერტიფიკაციის ორგანოს შემუშავებული აქვს გამოცდის ჩატარების დოკუმენტირებული პროცედურა, რაც უზრუნველყოფს ამ პროცესის მუდმივ მართვის.
1.5 ასოციაციას შემუშავებული აქვს გამოცდების ჩატარების პირობებისათვის კრიტერიუმები, რაც მოიცავს განათებას, ტემპერატურას, ხმაურს, უსაფრთხოებას და ა.შ. ხდება მათი დოკუმენტირება და მონიტორინგი. აუცილებელია გამოცდების ჩატარების პირობებისათვის კრიტერიუმების შექმნა, დოკუმენტირება და მონიტორინგი.

1.6 გამოცდების პროცესში გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობები, არის შემოწმებული საჭიროების შემთხვევაში.

2. შეფასების პროცესი
2.1 სერტიფიკაციის ორგანო იყენებს შეფასების სპეციფიკურ მეთოდებს და მექანიზმებს სერტიფიკაციის სქემის შესაბამისად.

2.2 სერტიფიკაციის სქემაში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, სერტიფიკაციის ორგანო უზრუნველყოფს სპეციფიკური მეთოდებისა და მექანიზმების დოკუმენტირებას და საჯარო ხელმისაწვდომობას, რათა შემოწმდეს სერტიფიცირებული პირების შესაბამისობა შეცვლილ მოთხოვნებთან.

2.3 სერტიფიკაციის პროცესში, კანდიდატის კომპეტენტურობის დადასტურების მიზნით, შეფასების დაგეგმვა და სტრუქტურიზება უზრუნველყოფს სქემის მოთხოვნების ობიექტურ და სისტემატურ შემოწმებას დოკუმენტირებული მტკიცებულებით.

2.4 სერტიფიკაციის ორგანოს შემუშავებული აქვს კანდიდატების შეფასების მეთოდები. პერიოდულად ხდება მათი შემოწმება, რათა უზრუნველყოფილი იყოს თითოეული შეფასების სამართლიანობა და სინამდვილე.

2.5 სერტიფიკაციის ორგანო ამოწმებს და აკმაყოფილებს კანდიდატების სპეციალურ საჭიროებებს ზომიერების ფარგლებში, შეფასების მთლიანობის დაურღვევლად, ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით. ასეთი დამატებითი საჭიროების მითეთება ხდება განაცხადის შევსების ეტაპზე.

2.6 როდესაც სერტიფიკაციის ორგანო ითვალისწინებს სხვა ორგანოს მიერ შესრულებულ სამუშაოს, მას აქვს შესაბამისი ანგარიშები, მონაცემები და ჩანაწერები, რათა წარმოადგინოს შედეგების ტოლფასობისა და სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

1. გადაწყვეტილება სერტიფიკაციაზე
1.1 სერტიფიკაციის დროს შეგროვებული ინფორმაცია საკმარისი იქნება:
1. სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
2. მიკვლევადობისთვის, მაგალითად აპელაციის ან საჩივრების შემთხვევაში.

სერტიფიკაციაზე რეკომენდაციას გასცემს სსპა-ს მიერ დანიშნული კომპეტენტური - სერტიფიკაციაზე რეკომენდაციის გამცემი პირი. აღნიშნული რეკომენდაცია ოქმის სახით მივა აღმასრულებელ დირექტორთან, რის შემდეგაც მოხდება საბოლოო გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე.
სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გაწერილია შემდეგნაირად:
1. შეგროვდეს სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაცია. ყველა საჭირო დოკუმენტაცია სერტიფიკაციაზე რეკომენდაციაზე გამცემ პირს უნდა გადაეცეს არანაკლებ 5 სამუშაო დღისა გამოცდის დასრულების შემდეგ;
2. არსებული ყველა ინფორმაციის საფუძველზე, სერტიფიკაციის პროცესში გადაწყვეტილების მიღებაზე რეკომენდაციის გამცემი პირი დაწერს თავის დასკვნას და წარუდგენს აღმასრულებელ დირექტორს რეკომენდაციას პირის სერტიფიცირების თაობაზე;
3. შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილებაზე პირის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით იღებს და ხელს აწერს აღმასრულებელი დირექტორი დასაბუთებული რეკომენდაციებისა და სხვა საჭირო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
3.2 სერტიფიკაციის მინიჭების, შენარჩუნების, რესერტიფიკაციის, გაფართოების, შემცირების, შეჩერების ან გაუქმების გადაწყვეტილებები არ იქნება აუთსორსირებული.
3.3 სსპა-ს გადაწყვეტილებები უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებიც კონკრეტულად დაკავშირებულია სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებთან. სერტიფიცირების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას კანდიდატის სერტიფიკაციაზე მიიღებს მხოლოდ საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია სერტიფიკაციის პროცესში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე.
3.4 სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობას არ მიიღებენ კანდიდატის მომზადებასა და გამოცდებში.
3.5 სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააჩნიათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება სერტიფიკაციის პროცესის შესახებ, რათა განსაზღვრონ, შესრულდა თუ არა სერტიფიკაციის მოთხოვნები.

4. სერტიფიკატის მინიჭება
4.1 სერტიფიკატის მინიჭება არ მოხდება სერტიფიკაციის მოთხოვნის შესრულებამდე;
4.2 საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია გასცემს სერტიფიკატს ყველა სერტიფიცირებულ პირზე. სსპა შეინარჩუნებს სერტიფიკატებზე ერთპიროვნულ მესაკუთრეობას. სერტიფიკატი შეიძლება გაფორმდეს წერილის, ბარათის ან სხვა ფორმით. იგი ხელმოწერილი და გამოსაყენებლად ნებადართული იქნება საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის პასუხისმგებელი პირის მიერ.
4.3 სერტიფიკატებში აღნიშნული იქნება სულ მცირე შემდეგ ინფორმაცია:
1. სერტიფიცირებული პირის სახელი;
2. უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;
3. ასოციაციის სრული დასახელება;
4. მითითება სერტიფიკაციის სქემაზე, სტანდარტზე ან სხვა შესაბამის დოკუმენტებზე, მათ შორის
• გამოცემის თარიღს;
• სერტიფიკაციის ამოქმედების თარიღსა და მოქმედების ვადის გასვლის თარიღს;
• სერტიფიკატის სფეროს, მათ შორის პირობებისა და შეზღუდვის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში.
სერტიფიკატი შემუშავებულია იმგვარად, რომ შემცირდეს მისი გაყალბების რისკი.

5. სერტიფიკაციის შეჩერება, გაუქმება, ან სფეროს შემცირება
5.1 იმ შემთხვევაში, როდესაც სერტიფიცირებული პირი ვერ ასრულებს პროფესიული საქმიანობის სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს, რაც მას დაეკისრება სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შედეგად როგორც პროფესიული პასუხისმგებლობა, სსპა გამოიყენებს დოკუმენტირებულ პროცედურას სერტიფიკაციის შეჩერების ან გაუქმების ან სფეროს შემცირებისთვის, რომელიც ითვალისწინებს სსპას შემდგომ ქმედებებს:
• წერილობითი გაფრთხილება (სარეკომენდაციო წერილი);
• სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება;
• სერტიფიკატის სფეროს შემცირება;
• სერტიფიკატის გაუქმება.
სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან ანულირების მიზეზები და პირობები მითითებულია შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული: კერძოდ, თუ პირი ვერ ასრულებს პროფესიული საქმიანობის სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს, რაც მას დაეკისრება სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შედეგად, როგორც პროფესიული პასუხისმგებლობა.
სერტიფიკაციის შეჩერების და გაუქმების პროცედურა შესაძლოა მოიცავდეს:
1. ორგანიზაციის ხელმძღვანელის დასაბუთებულ მომართვას სსპა-ს მიერ სერტიფიცირებული პირის კომპეტენტურობის და მისთვის დაკისრებული ვალდებულებებისა და მოვალეობების არასათანადო შესრულების შესახებ. რასაც განიხილავს სსპა-ს მიუკერძოებლობის კომისია. იმ შემთხვევაში, თუ კომისია სამართლიანად მიიჩნევს აღნიშნულ მომართვას, მოხდება სერტიფიკატის შეჩერება და კომიის მიერ განისაზღვრება მაკორექტირებელი ქმედებები, რის შემდეგაც შესაძლოა დროებით შეჩერდეს სერიფიკატი ან მოხდეს მისი გაუქმება.
2. იმ შემთხვევაში თუ მოხდა ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროს და რის საფუძველზეც სსპა ადგენს საგამოცდო მასალებს და ატარებს გამოცდას. ამ შემთხვევაში მოხდება სერტიფიცირებული პირის სერტიფიკატის შეჩერება, რადგან იგი ცვლილებების საფუძველზე ვეღარ აკმაყოფილებს არსებული ახალი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, მოხდება უკვე სერტიფიცირებულ პირთან დაკავშირება, შეტყობინება სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე და განესაზღვრება გარკვეული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რაც გულისხობს გამოცდის გადაბარებას. იმ შემთხვევაში თუკი პირი არ გამოცხადდება სსპა-ს მიერ დადგენილ ვადაში,რაც გულისხმობს მასთან დაკავშირებიდან 1 თვეს, ამ შემთხვევაში მოხდება უკვე გაცემული სერტიფიკატის გაუქმება.
3. სერტიფიკატის გაუქმების საფუძელი ასევე შეიძლება იყოს პირის ქმედუუნაროდ აღიარება ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც იგი ვეღარ ასრულებს მასზე სერტიფიკატით დაკისრებულ ვალდებულებებს. შესაბამისად სერტიფიცირებულმა პირმა სსპა-ს უნდა აცნობოს არსებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რამაც შეიძლება პირს ხელი შეუშალოს სერტიფიკატით მინიჭებული სამუშაოს ჯეროვნად შესრულებაში. ამ დროს მოხდება სერტიფიკატის შეჩერება, რომლის ვადასაც დაადგენს კომიტეტი. იმ შემთხვევაში თუკი პირი არ აცნობებს სსპა-ს აღნიშნული შეუსაბამობების შესახებ და მოხდება მისი კომპეტენტურობის შეუსაბამობის სხვა გზით გამოვლენა, მოხდება სერტიფიკატის გაუქმება.
4. იმ შემთხვევაში თუკი სსპა-ს მიერ განხორციელებული სერტიფიცირებული პირების ზედამხედველობისას გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები, შესაძლოა მოხდეს სერტიფიკატის შემცირება, შეჩერება ან გაუქმება. ყოველივე ამას განიხილავს კომიტეტი
5. სხვა ნებისმიერი ცვლილება, მომართვა, პირის კომპეტენციის შეუსაბამობის გამოვლენა და ა.შ. განხილული იქნება მიუკერძოებლობის კომიტეტი მიერ და შესაბამისად მოხდება გადაწყვეტილება სერტიფიკატის შეჩერების, სფეროს შემცირების ან გაუქმების შესახებ.

5.2 სერტიფიკაციის ორგანოს მიერ განსაზღვრულ დროის პერიოდში სერტიფიკაციის შეჩერების მიზეზების, აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სერტიფიკაცია გაუქმდება ან შეჩერდება.
5.3 სერტიფიცირებულ პირთან გაფორმდება იურიდიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სერტიფიცირებული პირი სსპა-ში მოთხოვნისამებრ აბრუნებს სერტიფიკაციის შესახებ ნებისმიერ დოკუმენტს სერტიფიკაციის შეჩერებისთანავე. ამასთან, იგი ვალდებულია არ გამოიყენოს სერტიფიკაციის სტატუსზე მითითება და შეწყვიტოს სერტიფიკაციასთან დაკავშირებული საქმიანობა, სანამ მისი სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებულია.
5.4 სერტიფიკაციის ორგანოს, ყოველ კანდიდატთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელშიც აღწერილი და შეთანხმებულია მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს მას, როგორც სერტიფიცირებულ პირს, სერტიფიკაციის გაუქმების შემთხვევაში შეწყვიტოს სერტიფიკაციის სტატუსზე მითითების გამოყენება. გადაწყვეტილება სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებაზე ან ანულირებაზე მიიღება და შესაბამისი ცვლილებები შეიტანება სერტიფიცირებული სპეციალისტების რეესტრში.

6. რესერტიფიკაციის პროცესი
რესერტიფიკაცია საშუალებას აძლევს სერტიფიცირებულ პირებს შეინარჩუნონ სერტიფიცირებულის სტატუსი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მიუთუთებს მათ კომპეტენციასა და აქტიურ პროფესიულ საქმიანობაზე.
განმეორებითი სერტიფიკაციის მსურველები ვალდებულნი არიან სერტიფიკატის ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე შეავსონ განმეორებითი სერტიფიკაციის განაცხადი და წარმოადგინონ შესაბამისი ანგარიში ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული პროფესიული საქმიანობის შესახებ. საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა ორგანიზაციასთან შეთანხმებით:
- დამსაქმებელ ორგანიზაციაში შემუშავებული დოკუმენტაცია, როგორიცაა ცეცხლმაქრების აღრიცხვისა ან/და ინსტრუქტაჟის ჩატარების ჟურნალი ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს კანდიდატის აქტიურ პროფესიულ ჩართულობას;
- რესერტიფიკაციის საფასური (დგინდება სსპა-ს მიერ, რომელიც თავდაპირველი გამოცდის საფასურის ტოლია)
სერტიფიცირებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარება გადამოწმებას განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა სერტიფიკაციის სქემებთან შეუსაბამობები და განაცხადი/წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება მოთხოვნებს ექსპერტ-გამომცდელი ხარისხის მენეჯერთან ერთად განიხილავს საბოლოო პასუხს და წარუდგენს სერტიფიკაციაზე რეკომენდაციის გამცემ პირს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაცია იმოქმედებს დოკუმენტირებული პროცედურით რესერტიფიკაციისათვის, სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნების შესაბამისად და ამ პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება სერტიფიცირებული პირის მიმდინარე სქემის მოთხოვნებთან შესაბამისობა და კომპეტენტურობა. სერტიფიკატის განახლება მოიცავს არსებული დოკუმენტაციის ანალიზს და შესაბამისობების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სერტიფიკაციის სქემასთან შეუსაბამობები, ეს შეუსაბამობები უნდა გამოსწორდეს განცხადებლის მიერ სერტიფიკატის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს არ შეუძლია შეუსაბამობების აღმოფხვრა, საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის ხელმძღვანელი ახდენს სერტიფიკატის შეჩერების ან ანულირების პროცედურების ინიცირებას.
რესერტიფიკაციის პერიოდი დაფუძნებულია სქემის მოთხოვნებზე. რესერტიფიკაცია დამოკიდებულია, ნორმატიულ მოთხოვნებზე, მათში შეტანილ ცვლილებებზე, სქემის შესაბამის მოთხოვნებში ცვლილებებზე, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, იმ რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია სახანძრო უსაფრთხოების სფეროში არაკომპეტენტურობასთან, სერტიფიცირებული პირების მიმართ არსებული მოთხოვნების ცვლილებებზე დროის განმავლობაში მოსალოდნელი ან განხორციელებული ტექნოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით.
რესერტიფიკაციის შერჩეული ღონისძიებები უზრუნველყოფს სერტიფიცირებული პირის კომპეტენტურობის დადასტურების მიზნით მიუკერძოებელ შეფასებას.
რესერტიფიკაცია ეფუძნება შემდეგ ასპექტებს:
1. ნორმატიულ მოთხოვნებს;
2. ცვლილებებს ნორმატიულ დოკუმენტებში;
3. ცვლილებებს სქემის შესაბამის მოთხოვნებში;
4. სერტიფიცირებული პირის საქმიანობის სფეროს ან წარმოების/ინდუსტრიის მდგომარეობასა და განვითარების დონეს;
5. არაკომპეტენტური პირის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკს;

7. სერტიფიკატის დონის ან სფეროს შეცვლა

7.1 სერტიფიკაციის მოქმედების პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება სერტიფიკაციის დონის ან სფეროს შეცვლა.

7.2 პროცედურა წარმოებს სერტიფიცირებული პირის მხრიდან თავისუფალი ფორმით ოფიციალური მომართვის საფუძველზე, რომელშიც ის მიუთითებს ამ ცვლილების აუცილებლობაზე და დაასაბუთებს მას.

7.3 სერტიფიკაციის სფეროს ცვლილების მიზნით შემოწმება განმცხადებელთან შეთანხმებით ჩატარდება განმეორებითი სერტიფიკაციის დროს, ასევე დამატებითი სერტიფიკაციის სახით.

7.4 სერტიფიკაციის სფეროს ცვლილების მიზნით შემოწმება მოიცავს განმცხადებლის გამოცდილების ცვლილების ანალიზს. თუ მოთხოვნილი დონის ცვლილება მოითხოვს დამატებით კომპეტენციებს, მაშინ ამ კომპეტენციის დამტკიცება მოხდება სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებით. თუ სფეროს და დონის ცვლილება არ ითხოვს დამატებით კომპეტენციას, მაშინ ამ კომპეტენციის დადასტურება მოხდება მხოლოდ დოკუმენტებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშების საფუძველზე.
7.5 სერტიფიკატის დონის ან სფეროს ცვლილების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დანიშნული სპეციალისტი შეიტანს შესაბამის ცვლილებებს მონაცემთა ბაზაში (რეესტრში) და გააფორმებს კომპეტენტურობის სერტიფიკატს. ახალ სერტიფიკატს მიენიჭება იგივე ნომერი და მოქმედების ვადა არ იცვლება (მაგალითად: თუ ანულირებულ სერტიფიკატს ჰქონდა მოქმედების ვადა 01.01.2019-მდე, მაშინ ახალი სფეროს სერტიფიკატს ექნება იგივე მოქმედების ვადა 01.01.2019-მდე).

8. რეესტრი
სსპა-ში მიმდინარეობს იმ სპეციალისტების აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომლებმაც გაიარეს სერტიფიკაცია და აღიარებულნი არიან შესაბამისი სქემების მოთხოვნების მიხედვით. სერტიფიცირებული სპეციალისტების რეესტრის ორგანიზების, მართვის, მოქმედების პასუხისმგებლობა აკისრია სსპა-ს ხარისხის მართვის მენეჯერს. რეესტრი მოიცავს ინფორმაციას სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მათი გაუქმების და სერტიფიკატის ასლების გაცემის თაობაზე. მონაცემები სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
სასერტიფიკატო რეესტრში შეიტანება:
• მონაცემები სერტიფიკატის მფლობელის შესახებ;
• რეგისტრაციის ნომერი
• ქვეყანა სადაც იმყოფება სპეციალისტი ამჟამად (შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქის სერტიფიცირება)
• სერტიფიკაციის სქემა
• სფერო რომელთან შესაბამისობაზეც მოხდა სპეციალისტის სერტიფიკაცია
• სერტიფიკატის გაცემის წელი
• სერტიფიკატის მოქმედების სტატუსი
• ცნობები სერტიფიკატის შეჩერების და ანულირების შესახებ ასევე შედის სერტიფიცირებული სპეციალისტების რეესტრში
• სერტიფიკატის დუბლიკატის (დაკარგვის, განადგურების შემთხვევაში) გაცემის შესახებ ცნობები.

9. სერტიფიკატების, ლოგოებისა და ნიშნების გამოყენება
სსპა ყველა სერტიფიცირებულ პირთან დებს ხელშეკრულებას, რომელშიც გაწერილია აუცილებელი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სერტიფიცირებული პირი და ითვალისწინებდეს სერტიფიკატისა და ლოგოს გამოყენების დროს.
ხელშეკრულებაში სხვა ვალდებულებებთან ერთად ნახსენებია: სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებთან შესაბამისობა, სერტიფიკაციის სფეროს შესაბამისი მოთხოვნების წაყენება სერტიფიკატის საფუძველზე, სერტიფიკატის გამოყენების გზით მისი გამცემი ორგანიზაციის რეპუტაციისათვის საფრთხის შექმნის არ დაშვება, ისეთი განხადებების გაკეთების გამორიცხვა, რომელიც საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის შეხედულებით შეცდომაში შემყვანი და არასანქცირებულია, ასევე სერტიფიკატის გაუქმების ან შეჩერების დროს არ უნდა მოხდეს სერტიფიკაციასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენება. სერტიფიკატის გამოყენება ზოგადად არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი.
საქართველოს კანონის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ მიხედვით, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება, მისაღებია. სერტიფიკატის ლოგოს ან ნიშნის არასწორი გამოყენებისას, მოხდება რეაგირება მაკორექტირებელი ქმედებებით.

სერტიფიცირებული პირები

138
# სახელი გვარი სერტიფიცირებული სფერო მოქმედების ვადა
1 დიანოზ ლაშხია ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
2 ალიკა ტეფნაძე ადმ-საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
3 გიორგი დავითაშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
4 ვლადიმერ ყურაშვილი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
5 ზვიად ქსოვრელაშვილი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
6 პაატა ნადირაშვილი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
7 დავით ავაზაშვილი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
8 გიორგი გვეტაძე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
9 ზურაბ ხიდეშელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
10 დავით ტვილიდიანი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
11 გრიგოლი შარაშენიძე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
12 ლევან მონასელიძე საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
13 იონა ტოლიაშვილი საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
14 დავით ძულიაშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
15 თამაზი მეზურნიშვილი ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
16 ქეთევან ხუროშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2028-06-04
17 კობა ხარბედია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
18 თემური გოგაშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
19 გიორგი ჯაბაური ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
20 რევაზ ნარიმანიძე საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
21 გუგა გათაშვილი ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
22 გოჩა კუპატაძე ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
23 ჯამბული ხარაიშვილი ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
24 გიორგი გელიკაშვილი ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
25 გიორგი მაჭარაშვილი საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
26 თინათინ თეზელაშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
27 ნუგზარ ხადური ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
28 ვეფხვია ცისკარაძე საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
29 ამირანი მუზაშვილი ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2028-03-20
30 კალისტრატე ფიფია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
31 დავითი მორგოშია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
32 ლევან ქარდავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
33 გიორგი ფიფია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
34 გიორგი აქუბარდია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
35 რობინი არონია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
36 კისო ქობალია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
37 მამუკა ქუხილავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
38 ჯონი ფიფია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
39 ონისე აკობია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
40 გოჩა ფიფია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
41 გოჩა გერგედავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
42 თამაზ გოგილავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
43 დავით გოგილავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
44 გოდერძი ჩიქოვანი საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
45 ედიშერ ღვინჯილია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
46 დავითი ტაბაღუა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
47 ჯაბა შამათავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
48 გიორგი გვარამია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
49 თემურ ბაძაღუა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
50 კობა აბლოთია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
51 მამუკა კოკაია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
52 ბობი ლაგვილავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
53 ლადო გვარჯალაძე საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
54 გელა შამათავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
55 ირაკლი ანჯაფარიძე საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
56 მამია ღურწკაია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2026-12-20
57 რობინ გვაგვალია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
58 ხვიჩა კუპრავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
59 ირაკლი მესხია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
60 ალმასხან არონია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
61 კონსტანტინე ღვინჯილია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
62 თემურ ლაგვილავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-20
63 ირაკლი დარჯანია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
64 გულნარა კეკელიძე ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
65 თამაზ ლაბახუა ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
66 თეიმურაზ კუხალეიშვილი ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
67 გიზო სიჭინავა ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
68 პაატა საჯაია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
69 ჯაბა ხარჩილავა ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
70 სოსო გაბისკირია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
71 რობერტ ჯიქიძე ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
72 დათო სიგუა ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
73 კახა ლატარაია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
74 დავით მებონია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
75 რუსლან სანაია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
76 ოტია ორაგველიძე ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
77 აკაკი ჯგუბურია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
78 ალექსანდრე ღლონტი ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
79 ირაკლი მარღანია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
80 გელა მოდებაძე ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
81 იასონი კომახიძე ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
82 ჯემალი გუჯაბიძე ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-12
83 ზაზა წირღვავა ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
84 ვახტანგ ჩიხრაძე ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
85 მიხეილ სტეფანია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
86 ლაშა ლაფაჩი ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
87 ბორისი მაკალათია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
88 ერმილე სტურუა ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
89 ალექსანდრე ლემონჯავა ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
90 რომანი ნოდია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
91 ავთანდილი ჩხიტუნიძე ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
92 მალხაზი აბურჯანია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
93 დიმიტრი ჯგერენაია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
94 რამინ შურღაია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
95 ირაკლი ჭელიძე ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
96 დავით სიხარულია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
97 მერაბი კუჭავა ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
98 ვანო ჩხარტიშვილი ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
99 გოდერძი კოკაია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
100 ზვიადი მებონია ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
101 გოჩა აბსარიძე ადმ-საზოგადოებრივი და საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-12-11
102 ნინო კაპანაძე ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
103 ვასილ კიკნაძე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
104 ემზარ კვირტია სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
105 ვახტანგი როინიშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
106 ნადია ხინჩაგაშვილი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
107 თორნიკე კიკაბიძე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
108 თეკლა ლოთიკაშვილი ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
109 ლევან მგალობლიშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
110 ბაჩანა წულაია ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
111 ანანო ჯანჯღავა ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
112 ნათია ბიწაძე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დანიშნულების ობიექტები 2027-07-07
113 გოგიტა ლომაია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-06-17
114 მათე გოგოხია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-06-17
115 შალვა კვარაცხელია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-06-17
116 დათო ცნობილაძე სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
117 გიორგი გიგუაშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
118 ირაკლი ხვედელიძე ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
119 ნიკა დათუნაშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
120 ბესიკი ბიბილეიშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
121 კობა ბრეგვაძე ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
122 კახა ბერიძე ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
123 გვანცა რევაზიშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
124 გიორგი ზედგენიძე ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
125 ლალი ჯაფარიძე ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
126 ვილიანა გულიაშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
127 სოფიკო პეშკოვი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
128 ნინო რობაქიძე ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
129 ავთანდილ ლურსმანაშვილი ადმ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
130 ჯანგულ ჩიჩუა ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
131 გიორგი ქვრივიშვილი ადმ-საზოგადოებრივი, საწარმოო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
132 ელიზბარ ყოლბაია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2027-02-28
133 მინდია ტორუა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2026-10-29
134 სულხან გოგოხია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2026-10-29
135 იაკობ ჭკადუა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2026-10-29
136 ალბერტი ჯახაია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2026-10-29
137 ალიკ ჭანტურია საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2026-10-29
138 არტურ ცანავა საწარმოო დანიშნულების ობიექტები 2026-10-29